საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ურთიერთობები საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის დამყარდა 1992 წლის 22 აპრილს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ნიდერლანდების სამეფოში:

1998 – 2007 წლებში ნიდერლანდების სამეფოს გადაფარვა ხორციელდებოდა ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს მიერ.

  • ზურაბ აბაშიძე - 1998 – 2000
  • კონსტანტინე ზალდასტანიშვილი - 2000 - 2005
  • სალომე სამადაშვილი - 2005 – 2007

2007 წელს ნიდერლანდების სამეფოში გაიხსნა საქართველოს საელჩო.

  • მაია ფანჯიკიძე - 2007 – 2010
  • შოთა ღვინერია - 2010 – 2014
  • კონსტანტინე სურგულაძე - 2014 - დღემდე

ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

1992-2000 წლებში საქართველოს გადაფარვა ხორციელდებოდა რუსეთის ფედერაციაში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ.

  • იორის ვოსი (H.E. Mr. Joris Vos) 1992 – 1993
  • გოდერტ ბარონ დე ვოს ვან სტეენვიკი (H.E. Mr. Godert W. Baron de Vos van Steenwijk) 1993 – 2000

2000-2001 წლებში საქართველოს გადაფარვა ხორციელდებოდა უკრაინაში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ.|

  • ონნო ვილემ კორნელის ჰათინგა ვან`თ სანთი (H.E. Mr. Onno Hatinga van't Sant) 2000 - 2001

2001 წელს საქართველოში გაიხსნა ნიდერლანდების სამეფოს საელჩო.

  • ჰარი მოლენაარი (H.E. Mr. Harry Molenaar) 2001 – 2005
  • ონნო ელდერენბოში (H.E. Mr. Onno Elderenbosch) 2005 – 2009
  • პიტერ ლანგენბერგი (H.E. Mr. Pieter J. Langenberg) 2009 – 2013
  • ჰანს ჰორბახი (H.E. Mr. Hans P.P.M. Horbach) 2013 - 2015
  • იოჰანეს დუმა  (H.E. Johannes Douma) - 2015 - დღემდე

საქართველოს საპატიო კონსულები ნიდერლანდების სამეფოში:

  • საპატიო კონსული ამსტერდამის რეგიონში - კორნელის გისბერტუს დე იახერი (Mr. Cornelis Gijsbertus de Jager) 2012 - დღემდე

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის ორმხრივი ურთიერთობები აქტიურად ვითარდება.

ორ ქვეყანას შორის გაფორმებულია ჩვიდმეტი შეთანხმება, რომლებიც მოიცავს თანამშრომლობას ეკონომიკის, ტრანსპორტის, საფინანსო და თავდაცვის სფეროებში.

ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებულია მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები. საგულისხმოა, რომ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობით ნიდერლანდების სამეფო წამყვან პოზიციაზეა.

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერობების ხელშეწყობის მიზნით 2012 წელს დაარსდა ნიდერლანდები - საქართველოს ბიზნეს საბჭო.

ნიდერლანდების სამეფო მნიშვნელოვან საექსპერტო დახმარებას უწევს საქართველოს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა: კანონის უზენაესობის განმტკიცება და ადამიანთა უფლებების პატივისცემა; უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობა; სამშვიდობო პროცესების განმტკიცების ხელშეწყობა (Peace building); მმართველობის გაუმჯობესება (Good Governance); სიღარიბის დაძლევა. ნიდერლანდების მთავრობის მხარჭერით წარმატებით ხორციელდება სახელმწიფო სექტორის ფინანსური მენეჯმენტის რეფორმა (Public Sector Financial Management Reform project).

ქართველ დიპლომატებს, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ყოველწლიურ სასწავლო პროგრამაში.

2012 წლიდან ლეიდენის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა.

ნიდერლანდების სამეფოში ფუნქციონირებს რამდენიმე ქართულ-ჰოლანდიური საზოგადოება, რომლებიც ორგანიზებას უწევს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას.

ბმულები:

საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში
საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩო
ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის სენატი
ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატა
ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრის ოფისი