საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰეცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ნატალი საბანაძე


ნატალი საბანაძე ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელად, 2013 წლის მაისში დაინიშნა. ზემოხსენებულ თანამდებობამდე, იგი ჰააგაში, ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში, ეუთო- უმაღლესი კომისრის უფროს მრჩევლად მუშაობდა. ეუთო- უმაღლესი კომისრის კაბინეტში, იგი სხვადასხვა თანამდებობებზე - მათ შორის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების უფროსად, ხოლო შემდეგ კი, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსად მუშაობდა. ნატალი საბანაძე 1975 წლის 31 აგვისტოს დაიბადა. იგი აშშ- სვართმორისა (Swarthmore) და მოუნთ ჰოლიოკის (Mount Holyoke) კოლეჯებში სწავლობდა. მან დაამთავრა ლონდონის ეკონომიკის სკოლის (London School of Economics) სამაგისტრო პროგრამა და 1999ელს მოიპოვა საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მაგისტრის ხარისხი. მოგვიანებით იგი, საქართველოში აშშ- საელჩოში პოლიტიკურ ოფიცრად მუშაობდა. ნატალი საბანაძემ მიიღო დალვერტონის სტიპენდია, ოქსფორდის უნივერსიტეტში, (Oxford University)  2005 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხი.

ნატალი საბანაძე, სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა მიწვეულ მკვლევარად, გერმანიის . ფლენსბურგში (Flensburg) მდებარე, უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ევროპულ ცენტრში (European Centre for Minority Issues) და ესპანეთში მდებარე, დეუსტოს უნივერსიტეტში (Deusto University).

ნატალი საბანაძის სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ევროპული ინტეგრაციის, პოსტ-კომუნისტური ტრანზიციის, პოლიტიკური თეორიის, ნაციონალიზმის, ეთნიკური კონფლიქტისა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხები წარმოადგენს. მისი ავტორობით 2009 წელს გამოიცა წიგნი - ‘’Globalisation and Nationalism: The Cases of Georgia and Basque Country”. ასევე, ნატალი საბანაძისა და ფრანჩესკო პალერმოს თანაავტორობით 2010 წელს გამოიცა წიგნი‘’National Minorities in Inter-State Relations”.

ნატალი საბანაძე საუბრობს ქართულ, ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე.