საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

​დღეს ჩემი აქ ყოფნით, მინდა გამოვხატო საქართველოს მიმართ ევროკავშირის სოლიდარობა და პატივისცემა - ჟან კრისტოფ ბელიარი

“საქართველო-ევროკავშირს შორის არსებობს ძალიან მჭიდრო კავშირი. დღეს ჩემი აქ ყოფნით, მინდა გამოვხატო საქართველოს მიმართ სოლიდარობა და პატივისცემა. მოხარული ვარ და ვამაყობ საქართველოში ყოფნით. ასევე მინდა აღვნიშნო თუ რაოდენ მნიშვნლოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის სიახლოვე და სოლიდარობა ” - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასწრების მიზნით, საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელის მაოდგილემ, ჟან კრისტოფ ბელიარმა.
 
მან ასევე ისაუბრა ბრიუსელში 21 ნოემბერს საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის შეხვედრაზე. ევროკავშირის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა გასულ წელს საქართველოსთვის უვიზოდ მიმოსვლის ამოქმედებას, როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანეს მიღწევას.
 
ჟან კრისტოფ ბელიარმა ასევე ყურადღება გაამახვილა აზოვის ზღვაში განვითარებულ მოვლენებზე. “საქართველო გახლავთ ამ ძალიან რთული არეალის მეზობელი. დღეს ჩემი აქ ყოფნით, მინდა გამოვხატო საქართველოს მიმართ სოლიდარობა და პატივისცემა.” - აღიშნა ევროკავშირის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ძალზედ მნიშვნელოვანი და მრავლისმთქმელია ის, რომ პირველად ქვეყნის ისტორიაში პრეზიდენტად ქალი იქნა არჩეული. აღსანიშნავია, რომ ჟან კრისტოფ ბელიარი ევროკავშირს წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის დიალოგში.

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინუგურაცია თელავში გაიმართა. ღონისძებაზე დასასწრებად საქართველოს სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის სტუმრები ეწვივნენ.