საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ვიზიტი აღდგენითი მართლმსაჯულების თემაზე

21-23 ოქტომბერს საქართველოს საელჩომ უმასპინძლა იუსტიციის საკითხებში ორმხრივი ვიზიტით ბელგიაში მყოფ დელეგაციას აღდგენითი მართლმსაჯულების თემაზე. 

დელეგაციის წევრებს წარმოადგენდნენ მოსამართლეები, საქართველოს იუსტიციის, შინაგან, განათლების სამინისტროს და მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები, ისევე როგორც მედიატორები. 

აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში ბელგიის სამეფოს ათეული წლობით წარმატებული გამოცდილების გაზიარების მიზნით დელეგაციამ შეხვედრები გამართა ბელგიის იუსტიციის სამინისტროში, ფლანდრიის მთავრობაში, ქალაქ ლუვენის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან, ლუვენის კრიმინოლოგიის ინსტიტუტში და აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპულ ფორუმში. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ასევე ეწვია დონ ბოსკოს ხრუნეველდის სკოლას და ლუვენის ციხეს, სადაც დირექტორებმა და ქალაქ ლუვენის მერიის წარმომადგენელმა დელეგაციას გააცნეს თუ როგორ იყენებს ბელგია აღდგენით მართლმსაჯულებას როგორც სასკოლო განათლების, ისე სასჯელაღსრულების სფეროში. 

ვიზიტმა დააახლოვა ბელგიელი და ქართველი კოლეგები მართლმსაჯულების სფეროში და გამოიკვეთა სამომავლო თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების არაერთი შესაძლებლობა.