საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დაკავშირებულობა, როგორც მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების მამოძრავებელი ძალა

ელჩმა ნატალი საბანაძემ მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში - ,,დაკავშირებულობა, როგორც მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების მამოძრავებელი ძალა“. 

ელჩმა ისაუბრა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და შეეხო რეგიონში არსებული მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. 

,,გარდაიმისა, რომ გზაჯვარედინზე ყოფნა კულტურული სიმდიდრის და მრავალფეროვნების წყაროა, ის ასევე გულისხმობს ევროპის პერიფერიაზე ყოფნას, რომელთანაც საქართველო არამხოლოდ კულტურით აიგივებს თავს, არამედ ხედავს მას როგორც პოლიტიკის განმსაზღვრელ აქტორს. ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, საქართველო დონ კიხოტს მოგაგონებთ, რომელიც ებრძვის ისტორიისა და გეოგრაფიის გამოწვევებს. რასაკვირველია, თავს ვერ დავაღწევთ ჩვენს გეორგაფიულ მდებარეობას, მაგრამ გვსურს მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ მისგან. ეს არის ზუსტად ის ადგილი, რომელიც მიმზიდველია ევროპისთვის და რაც საშუალებას გვაძლევს შევიტანოთ წვლილი ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში.“

ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირის ინსტიტუტების, დიპლომატიური კორპუსის და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.