საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩმა ნატალი საბანაძემ უმასპინძლა ‘’Club L - Femmes Forum de Paris’’ -ის წევრებს

საქართველოს ელჩმა ნატალი საბანაძემ უმასპინძლა ქ. ბრიუსელში არსებული ‘’Club L - Femmes Forum de Paris’’ -ის წევრებს, რომლებიც მიმდინარე წლის ოქტომბერში ტურისტული მიზნით მიემგზავრებიან საქართველოში. 

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორ ბერნარ კულისთვის, რომელმაც ისაუბრა საქართველოს მდიდარი ისტორიის და კულტურის შესახებ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მოკლემეტრაჟიანი ფილმის, "Les Tamadas en Géorgie"-ის ჩვენება და ქართული ღვინის დეგუსტაცია.