საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ურთიერთობები საქართველოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს შორის დამყარდა 1994 წლის 17 ოქტომბერს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში (1994 წლიდან ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს გადაფარვა ხორციელდება ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს მიერ)

  • ნატალი საბანაძე 2013 - დღემდე
  • სალომე სამადაშვილი 2005-2013
  • კონსტანტინე ზალდასტანიშვილი 2000-2005
  • ზურაბ აბაშიძე 1994-2000

ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში (საქართველოს გადაფარვა ხორციელდება ლუქსემბურგიდან)

  • ფლორენც ენში 2018-დღემდე
  • კონრად ბრაში 2008 -2017

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები

საქართველო და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს შორის ჩამოყალიბებულია მეგობრული ურთიერთობები. საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობა ძალიან დინამიურია. ლუქსემბურგი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ასელბორნი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

ორ ქვეყანას შორის გაფორმებულია ხუთი შეთანხმება, რომლებიც იძლევა საშუალებას განვითარდეს თანამშრომლობა ეკონომიკის, ტრანსპორტისა და თავდაცვის სფეროებში.

ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ქვეყნების სურვილი, განავითარონ ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. განსაკუთრებით განვითარებულია თანამშრომლობა საბანკო და საფინანსო სფეროში. აქტიურად მიმდინარეობს საექსპერტო თანამშრომლობა ლუქსემბურგის ფინანსური ტექნოლოგიების გადაცემის სააგენტოსთან (ATTF).


ბმულები:

ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პრემიერ-მინისტრის ოფისი