საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები


პირველი პასპორტის გაცემა სრულწლოვნისთვის (+18)

გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები!
 
საკონსულოში ფასიანი მომსახურების მისაღებად, აუცილებელია საფასურის წინასწარ გადარიცხვა საკონსულოს შესაბამის ანგარიშზე და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალის საკონსულოში წარდგენა. (AVIS D'OPERATION DE VIREMENT)
 
საკონსულო მომსახურების საფასურის გადარიცხვისას გაითვალისწინეთ, რომ დანიშნულების შინაარსის მითითება სავალდებულოა (MOTIF DE L'OPERATION DE VIREMENT).
 
დანიშნულების ველში მიუთითეთ მომსახურების ტიპი და იმ მოქალაქის სახელი და გვარი, ვისზეც გაიცემა დოკუმენტი. (მაგ: პასპორტი - სახელი/გვარი - გიორგი გიორგაძე, ცნობა - პავლე პეტრიაშვილი, დასაბრუნებელი მოწმობა - პეტრე პავლიაშვილი)
 
ონლაინ ბანკით განხორციელებული გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ველში მითითებულია მოქალაქის სახელი და გვარი და მომსახურების ტიპი.

თითოეული მომსახურებისთვის უნდა განხორციელდეს ერთი გადმორიცხვა. 
 
ანგარიშის ნომერია: Ambassade de Georgie
Banque: VAN DE POST
IBAN: BE91 0003 2571 4276
BIC (Bank Identifier Code) :BPOTBEB1
 
რადგანაც პირველი პასპორტის გაცემა ხდება ორ ეტაპად, სავალდებულოა ორი ვიზიტის აღება, პირველი - პირადი ნომრის მისანიჭებლად, მეორე- პასპორტის მოთხოვნის შემოსატანად.

რუბრიკა - პირველი პასპორტის გაცემა სრულწლოვანისთვს - ეხება მხოლოდ 1993 წლის 31 მარტის შემდეგ დაბადებულებს, მანამდე დაბადებულმა პირებმა ჯერ უნდა მოითხოვონ მოქალაქეობის დადგენა, იხ. ინფორმაცია აღნიშნულ რუბრიკაში!

პასპორტის ასაღებად უნდა გაიაროთ ორი ეტაპი - 1. რეგისტრაცია 2. პასპორტის მოთხოვნა

I ეტაპი - მოქალაქე საკონსულოში პირადად უნდა წარსდგეს და წარმოადგინოს:
1. დაბადების მოწმობა:
ა. საქართველოში დაბადებული საქართველოს მოქალაქის დაბადების მოწმობის ასლი.
ბ.ბელგიის სამეფოში დაბადებული პირის დაბადების მოწმობა დამოწმებული უნდა იქნას აპოსტილის ბეჭდით და ნათარგმნი ქართულ ენაზე. ქართული თარგმანიც უნდა იქნეს აპოსტილით დამოწმებული.
გ. დსთ-ს ქვეყნებში დაბადებული საქართველოს მოქალაქის დაბადების მოწმობის ასლი. რუსულ ენაზე შევსებული დაბადების მოწმობის ასლი. უცხო ენაზე შევსებული (სომხური, აზერბაიჯანული ა.შ) დაბადების მოწმობა ნათარგმნი ქართულ ენაზე, თარგმანი დამოწმებული აპოსტილის ბეჭდით, თარგმნების ორიგინალების წარდგენა სავალდებულოა.
დ. სხვა დანარჩენ ქვეყნებში დაბადებული საქართველოს მოქალაქის დაბადების მოწმობა უნდა იქნას დამოწმებული აქტის გამცემი ქვეყნის მიერ აპოსტილის ბეჭდით, შემდეგ ნათარგმნი ქართულად და თარგმანიც აპოსტილის ბეჭდით დამოწმებული.
2. ბიომეტრიული სურათი 1 ცალი, ზომით 3,5X4,5 (ფოტოსურათი გადაღებული უნდა იყოს შესაბამის ასაკში, მინიმუმ 8 მეგაპიქსელიანი, თეთრ ფონზე, სადაც ფოტოს 70-80%-ს უნდა იკავებდეს სახის გამოსახულება).
3. საკონსულოში წარდგენისას თან უნდა ახლდეს ფოტო იდენტურობის დამდგენი პირი, სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც თან ექნება საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი
4.  რეგისტრაციისთვის და პირადი ნომრის მინიჭებისთვის სავარაუდო დრო განისაზღვრება 10:00 13:00 საათამდე.

II ეტაპი - მოქალაქე საკონსულოში პირადად უნდა წარსდგეს და წარმოადგინოს:
1.  პასპორტის საფასურის, 121,63 ევროს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. 
 
პასპორტის დამზადების ვადაა 45 კალენდარული დღე!

თუ გნებავთ, რომ პასპორტი ფოსტით დაგიბრუნდეთ სახლში, წარმოგვიდგინეთ აგრეთვე საშუალო ან დიდი ზომის კონვერტი (ფორმატი A4 ან A5), რომელსაც ეწერება თქვენი ზუსტი საფოსტო მისამართი და ეკვრება 6,00 ევროს ოდენობის საფოსტო მარკა (ერთი პასპორტისთვის). აღნიშნული კონვერტით პასპორტი უკან დაგიბრუნდებათ.

 
საკონსულოში ვიზიტისთვის გთხოვთ ჩაეწეროთ აქ 
https://www.geoconsul.gov.ge/ka/register/visit 
საკონსულოში ვიზიტზე ტელეფონით ჩაწერა არ ხორციელდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს 02 732 85 50
ორშაბათი -დან პარასკევის  ჩათვლით  10სთ-დან 18 სთ-მდე