საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Certificat de coutume

(ცნობა გაიცემა ფრანგულ ენაზე)

გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები!

საკონსულოში ფასიანი მომსახურების მისაღებად, აუცილებელია საფასურის წინასწარ გადარიცხვა საკონსულოს შესაბამის ანგარიშზე და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალის საკონსულოში წარდგენა. (AVIS D'OPERATION DE VIREMENT)

საკონსულო მომსახურების საფასურის გადარიცხვისას გაითვალისწინეთ, რომ დანიშნულების შინაარსის მითითება სავალდებულოა (MOTIF DE L'OPERATION DE VIREMENT).

დანიშნულების ველში მიუთითეთ მომსახურების ტიპი და იმ მოქალაქის სახელი და გვარი, ვისზეც გაიცემა დოკუმენტი. (მაგ: პასპორტი - სახელი/გვარი - გიორგი გიორგაძე, ცნობა - პავლე პეტრიაშვილი, დასაბრუნებელი მოწმობა - პეტრე პავლიაშვილი)

ონლაინ ბანკით განხორციელებული გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ველში მითითებულია მოქალაქის სახელი და გვარი და მომსახურების ტიპი.

თითოეული მომსახურებისთვის უნდა განხორციელდეს ერთი გადმორიცხვა. ანგანგარიშის ნომერია:                 

Ambassade de Georgie
Banque: VAN DE POST
IBAN: BE71000453249169
BIC (Bank Identifier Code) :BPOTBEB1


ცნობის გამოთხოვა შეიძლება ა) საჭირო საბუთების ფოსტით გამოგზავნით, ან ბ) საკონსულო სამსახურში მოსვლით წინასწარ დანიშნული შეხვედრის დღეს.
ა) საბუთების ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში დაურთეთ შემდეგი დოკუმენტები:
1. ხელმოწერილი განცხადება (იხილეთ დანართი)
2. პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
3. ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობის ასლი
4. საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი - 24 ევრო
თუ გსურთ, რომ ცნობა უკან ფოსტით დაგიბრუნდეთ, გამოგზავნილ საბუთებს თან დაურთეთ აგრეთვე საშუალო ან დიდი ზომის კონვერტი (ფორმატი A4 ან A5), რომელსაც ეწერება თქვენი ზუსტი საფოსტო მისამართი და ეკვრება 6.00 ევროს ოდენობის საფოსტო მარკა (ერთი ცნობისთვის). წინააღმდეგ შემთხვევაში, ცნობის ასაღებად საკონსულოში მოსვლა შესაძლებელია მხოლოდ პარასკეობით 10სთ-დან 13სთ-მდე.
საბუთები აუცილებლად გამოაგზავნეთ დაზღვეული ფოსტით.
საბუთები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე:

Embassy of Georgia
Rue Pere Eudore Devroye 245
1150 Woluwe Saint Pierre


ბ) საკონსულოში მოსვლის შემთხვევაში წინასწარ შეხვედრის დასანიშნად ანკეტას ავსებთ საკონსულოს ვებ-გვერდზე www.geoconsul.gov.ge  და წარსდგებით თქვენს მიერ მონიშნულ დღეს ზემოაღნიშნული დოკუმენტებით;
მომსახურების საფასური 24,00€ 
• მომსახურება ხორციელდება 10 დღის ვადაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს  02 732 85 50
ორშაბათიდან პარასკევის  ჩათვლით  10სთ-დან 18 სთ-მდე