საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ცნობა ნასამართლეობის შესახებ

(ცნობა უფასოა და გაიცემა ფრანგულ ენაზე)
გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები! 


მოქალაქე საკონსულოში პირადად უნდა წარსდგეს წინასწარ დანიშნული შეხვედრის დღეს* ან დოკუმენტაცია გამოაგზავნოს ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე:
Embassy of Georgia
Rue Pere Eudore Devroye 245
1150 Woluwe Saint Pierre


მომსახურება ხორციელდება 10 დღის ვადაში.
პირადი გამოცხადების შემთხვევაში წარმოსადგენია:
1.  პასპორტი ან პირადობის მოწმობა.
საფოსტო გზავნილის შემთხვევაში გამოსაგზავნია:
1)  განცხადება ცნობის გაცემასთან დაკავშირებით;
2) პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
 * საკონსულოში შეხვედრის დასანიშნად ანკეტას ავსებთ საკონსულოს ვებ-გვერდზე www.geoconsul.gov.ge და წარსდგებით თქვენს მიერ შერჩეულ დღეს ზემოაღნიშნული დოკუმენტით.
თუ გსურთ, რომ ცნობა უკან ფოსტით დაგიბრუნდეთ, საბუთებს თან დაურთეთ აგრეთვე საშუალო ან დიდი ზომის კონვერტი (ფორმატი A4 ან A5), რომელსაც ეწერება თქვენი ზუსტი საფოსტო მისამართი და ეკვრება 6,00 ევროს ოდენობის საფოსტო მარკა (ერთი ცნობისთვის). წინააღმდეგ შემთხვევაში, ცნობის ასაღებად საკონსულოში მოსვლა შესაძლებელია ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათლით 10 სთ-დან 13 სთ-მდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს  02 732 85 50

ნასამართლობა განცხადება