საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ

იგივე Certifiat de Célibat
(ცნობა გაიცემა ფრანგულ ენაზე)

 
გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები!

საკონსულოში ფასიანი მომსახურების მისაღებად, აუცილებელია საფასურის წინასწარ გადარიცხვა საკონსულოს შესაბამის ანგარიშზე და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალის საკონსულოში წარდგენა. (AVIS D'OPERATION DE VIREMENT)

საკონსულო მომსახურების საფასურის გადარიცხვისას გაითვალისწინეთ, რომ დანიშნულების შინაარსის მითითება სავალდებულოა (MOTIF DE L'OPERATION DE VIREMENT).

დანიშნულების ველში მიუთითეთ მომსახურების ტიპი და იმ მოქალაქის სახელი და გვარი, ვისზეც გაიცემა დოკუმენტი. (მაგ: პასპორტი - სახელი/გვარი - გიორგი გიორგაძე, ცნობა - პავლე პეტრიაშვილი, დასაბრუნებელი მოწმობა - პეტრე პავლიაშვილი)

ონლაინ ბანკით განხორციელებული გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ველში მითითებულია მოქალაქის სახელი და გვარი და მომსახურების ტიპი.

თითოეული მომსახურებისთვის უნდა განხორციელდეს ერთი გადმორიცხვა. 
ანგარიშის ნომერია: Ambassade de Georgie
Banque: VAN DE POST
IBAN: BE91 0003 2571 4276
BIC (Bank Identifier Code): BPOTBEB1
 
ცნობის გამოთხოვა შეიძლება  ა) საჭირო საბუთების ფოსტით გამოგზავნით, ან ბ) საკონსულო სამსახურში მოსვლით წინასწარ დანიშნული შეხვედრის დღეს.

ა) საბუთების ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში შეავსეთ თანდართული ანკეტა და დაურთეთ შემდეგი დოკუმენტები: 
1. პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
2. განქორწინებულმა პირმა უნდა დაურთოს განქორწინების მოწმობის ასლი;
3. პირმა, რომლის მეუღლეც გარდაიცვალა, უნდა დაურთოს ქორწინების მოწმობა და გარდაცვალებისმოწმობა
4. საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი 
თუ გსურთ, რომ ცნობა უკან ფოსტით დაგიბრუნდეთ, გამოგზავნის საბუთებს თან დაურთეთ აგრეთვე საშუალო ან დიდი ზომის კონვერტი (ფორმატი A4 ან A5), რომელსაც ეწერება თქვენი ზუსტი საფოსტო მისამართი და ეკვრება 6.00 ევროს ოდენობის საფოსტო მარკა (ერთი ცნობისთვის). წინააღმდეგ შემთხვევაში, ცნობის ასაღებად საკონსულოში მოსვლა შესაძლებელია ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით  10სთ-დან 13სთ-მდე.
საბუთები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე:
Ambassade de Géorgie
Rue Pere Eudore Devroye 245
1150 Woluwe Saint Pierre


ბ) საკონსულოში მოსვლის შემთხვევაში წინასწარ შეხვედრის დასანიშნად ანკეტას ავსებთ საკონსულოს ვებ-გვერდზე და წარსდგებით თქვენს მიერ მონიშნულ დღეს ზემოაღნიშნული დოკუმენტებით;
• მომსახურების საფასური 18,71 ევრო
• მომსახურება ხორციელდება 10 დღის ვადაში

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს   02 732 85 50
ორშაბათიდან პარასკევის  ჩათვლით  10სთ-დან 18 სთ-მდე


ხსენებული მომსახურების მიღება ასევე შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დახმარებით