საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

როგორც თქვენთვის ცნობილია, 2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში გაიმართება პრეზიდენტის არჩევნები. საარჩევნო უბანი გაიხსნება ქ. ბრიუსელში საქართველოს საელჩოშიც.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ უცხოეთში მყოფი პირი მოხვდება ამომრჩეველთა სიაში, თუ იგი დგას საკონსულო აღრიცხვაზე ან არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 21-ე დღისა რეგისტრაციას გაივლის სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში.

არჩევნებში მონაწილეობისათვის ასევე აუცილებელია მოქალაქე ფლობდეს საქართველოს მოქალაქის მოქმედ პირადობის მოწმობას ან პასპორტს.

საკონსულო აღრიცხვის გადამოწმების მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქ. ბრიუსელში  საქართველოს საკონსულოს შემდეგ ნომრებზე:  + 32 2 732-85-50, + 32 2 280-66-86.

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მიზნით, გთხოვთ, იხილოთ შემდეგი ბმული:
https://geoconsul.gov.ge/HtmlPage/html/View?id=41

 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal