საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში აცხადებს სტაჟირების კონკურსს

საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში, საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში აცხადებს კონკურსს საელჩოში სტაჟირების გავლის მსურველთათვის.

კონკურსის შედეგად, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება ერთ საუკეთესო აპლიკანტს.

სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

 

საბუთები მიიღება 2018 წლის 1 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე

: geomission.eu@mfa.gov.ge

 

 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1. განაცხადების გადარჩევა;

2. გასაუბრება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;

- ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;

- ფლობდეს ინგლისურ ენას;

- ფლობდეს ბელგიის სამეფოში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

- არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს:

- განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (იხ. დანართი)

განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ.doc

- ავტობიოგრაფია/CV;

- სამოტივაციო წერილი;

- პასპორტის ასლი;

-დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

- ბელგიის სამეფოში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

- ერთი ფოტოსურათი (3X4);

- ნასამართლობის შესახებ ცნობა.

 

კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში

- Rue Père Eudore Devroye 245, 1150 Woluwe Saint Pierre, Brussels.

 

 

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს, სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

 

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში ორჯერ, მაისისა და ნოემბრის თვის პირველ სამუშაო დღეს.

 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal