საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

„რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ სკოლის მოსწავლეებისათვის



 

გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ - „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ “სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის“ ძირითად მიმართულებათა შესაბამისად ახორციელებს პროგრამას - „მომავლის ბანაკი“, რომლის მიზანია მოზარდებისთვის რეკრეაციული, საგანმანათლებლო-შემეცნებითი, სპორტული და კულტურული გარემოს შექმნა.


 

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2019 წლის ზაფხულში (ივლისი და აგვისტო) ხორციელდება მასშტაბური პროექტი „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ ქუთაისში, სადაც აქტიურ დასვენებასთან ერთად ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ პრაქტიკულ-ლაბორატორიული პროექტების განხორციელებით გაიუმჯობესონ კვლევითი უნარები.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩართულია აღნიშნული პროექტის განხორციელებაში და უზრუნველყოფს უცხოეთში მცხოვრები მოზარდების მონაწილეობას „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკში“, რომლის ფარგლებში მათ მიეცემათ შესაძლებლობა მოინახულონ საქართველო, დაამყარონ ურთიერთობა თანატოლებთან, გაიუმჯობესონ ქართული ენის ცოდნა, მიიღონ მონაწილეობა ბანაკის მრავალფეროვან აქტივობებში, განავითარონ საკომუნიკაციო და სხვა სახის უნარ-ჩვევები, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.


ბანაკში მონაწილეობა შეუძლია 13-18 წლის 144 მოზარდს. საზაფხულო ბანაკში დასვენების ხანგრძლივობაა 7 დღე. პროექტში მონაწილეთა საქართველოში ჩამოსვლა და გამგზავრება არ ფინანსდება მომწვევი მხარის მიერ. ბანაკში მონაწილეთა გამგზავრება განხორციელდება 3 ნაკადად, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრიდან“ (მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 76 ბ). მონაწილეთა ტრანსპორტირების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი. ჯგუფების დაკომპლექტებისას გათვალისწინებული იქნება გენდერული ბალანსი და საბოლოოდ, ბანაკის მონაწილეთა სია გაეგზავნება სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს“.


გთხოვთ, მიმდინარე წლის 8 მაისამდე, საკონსულოს ელ. ფოსტის მისამართზე belgium.consulate@mfa.gov.ge მოგვაწოდოთ ინფორმაცია ბანაკში მონაწილეობის მსურველ პირთა შესახებ. კანდიდატების შესარჩევად გთხოვთ, წარმოადგინოთ:

·         პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

·         ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV-100); 

·         სრულად შევსებული მშობლის თანხმობის ფორმა

·         ერთი ფოტოსურათი 3X4 (ჩაკრული მშობლის თანხმობის ფორმაში); 

·         სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).


გასათვალისწინებელია, რომრობოტექნიკის საზაფხულო ბანაკშიგამგზავრება მოხდება სამ ნაკადად, შემდეგ თარიღებში: 23-29 ივლისი, 30 ივლისი - 5 აგვისტო, 6-12 აგვისტო.