საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანი უკრაინის და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ასოცირებული ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის, მოახლოებული სამიტის გათვალისწინებით.
 
მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს სამივე ქვეყნის მისწრაფება ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ხაზი გაუსვეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ახალი, ამბიციური მიზნების დასახვის აუცილებლობას. მათ შორის, ევროკავშირთან მეტი ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის შესაძლებლობების გახსნას, რაც ხელს შეუწყობს ერვოკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციას.
 
მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ კონსულტაციებს 2020 წლის სამიტისთვის ერთიანი პოზიციის შემუშავების მიზნით.