საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ფლანდრიის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტმა ბავშვთა უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს დელეგაციას უმასპინძლა

19-22 ნოემბერს გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის 30 წლისთავის იუბილეს აღსანიშნავად, ბელგიის სამეფოში ფლანდრიის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტმა უმასპინძლა საქართველოს დელეგაციას ბავშვთა უფლებათა დაცვის სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით. 

დელეგაცია, დაკომპლექტებული ბავშვთა უფლებებზე მომუშავე სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებისაგან შეხვდა ფლანდრიის სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს, რომლებიც ჰორიზონტალურ კოორდინაციას უწევენ ბავშვთა უფლებათა დაცვას ფლანდრიის რეგიონში.

შეხვედრები ასევე გაიმართა ფლანდრიის პარლამენტში ბავშვთა უფლებებზე ზედამხედველობის მქონე ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმდჯომარესთან, ელიზაბეთ მულემანთან, ფლანდრიის მშვიდობის ინსტიტუტის დირექტორთან, ელკე დევრუსთან და ადგილობრივ ბელგიელ ექსპერტებთან ბავშვთა უფლებათა საკითხებში. 

ვიზიტის განმავლობაში ქართული დელეგაცია დეტალურად გაეცნო ბელგიის სახელმწიფოს სტრუქტურას, საკითხებს ფედერალური მთავრობისა და რეგიონების კომპეტენციის სფეროში და იდენტიფიცირებულ იქნა სამომავლო თანამშრომლობისთვის შესაძლო საკითხები, რომლებზეც საელჩო განაგრძობს აქტიურ მუშაობას.