საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბრიუსელში, ქართული ფილმის, „მონანიების“ ჩვენება გაიმართა

საქართველოს საელჩოს და ბალასის ინსტიტუტის ორგანიზებით, საერთაშორისო კინოფესტივალ ‘Regained Freedom’-ის ფარგლებში, ბრიუსელში, ქართული ფილმის ,,მონანიების” ჩვენება გაიმართა. 

დამსწრე აუდიტორიას თენგიზ აბულაძის ფილმი სცენარის ავტორმა, ნანა ჯანელიძემ გააცნო. „მონანიება“, თავდაპირველად სტალინის რეჟიმის კრიტიკის გამო საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო. 1987 წელს კი კანის ფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი მოიპოვა. 

ჩვენების შემდეგ, სცენარის ავტორ ნანა ჯანელიძესთან, ფილმის შესახებ, საინტერესო დისკუსია გაიმართა.