საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ნატალი საბანაძემ მონაწილეობა მიიღო ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების მე-11 ასამბლეაზე

ელჩმა ნატალი საბანაძემ მონაწილეობა მიიღო ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების მე-11 ასამბლეაზე. ელჩმა ისაუბრა საქართველოს ევროპულ მისწრაფებაზე და განიხილა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების იმპლემენტაცია. 

გამოსვლის ფარგლებში, ელჩმა აუდიტორიას წარუდგინა ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირთან დაახლოების გაძლიერებას. საუბრის დასასრულს ნატალი საბანაძე შეეხო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტებს.