საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას ვაქცინაზე ადრეული წვდომის საკითხში

ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ „კოვიდ-19“-თან ბრძოლის პროცესსა და ვაქცინაზე ადრეული წვდომის საკითხში. 

„ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას, მათ შორის ვაქცინაზე ადრეული წვდომის საკითხში. ჩვენ ასევე მხარს დავუჭერთ ეკონომიკურ განვითარებასა და აღდგენას“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის საკითხებში ევროკომისარს, დიდიე რეინდერს შეხვდა.