საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას და კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ქვეყნის ერთგულება ევროპული ღირებულებების და საერთო ინტერესების მიმართ.

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ძირითად პრიორიტეტებზე საუბრისას, ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ მისწრაფებაზე, ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე დაკავშირებადობის და უსაფრთხოების მიმართულებით. ასევე, რეფორმების განხორციელების პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

ვახტანგ მახარობლიშვილმა, მადლობა გადაუხადა ევროკავშირს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.

მთავრობის სახელით, ელჩმა მადლიერება გამოხატა პრეზიდენტი მიშელის მიერ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მედიაციის პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის.