საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი დანიის მუდმივ წარმომადგენელს, იონას ბერინგ ლიისბერგს შეხვდა

ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა ევროკავშირში დანიის მუდმივ წარმომადგენელთან, იონას ბერინგ ლიისბერგთან.

შეხვედრაზე ელჩებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების რიგი მიმართულებები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია და საქართველოში მიმდინარე რეფორმები და შიდა განვითარებები. 

საუბარი ასევე შეეხო საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების დახმარების მნიშვნელობას. დანიის ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დემოკრატიულ განვითარებასა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას შორის კავშირზე და საქართველოს, როგორც შიდა რეფორმების, ისე ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, მხარდაჭერა აღუთქვა.