საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ევროპარლამენტართან, ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის (S&D) წევრთან, თაის როიტენთან.

ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა 2021 წ. 31 აგვისტოს შეხვედრა გამართა ევროპარლამენტართან, ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის (S&D) წევრთან, თაის როიტენთან.
შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოში არსებული ბოლოდროინდელი განვითარებები, ასევე მიმდინარე რეფორმების პროცესი და საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული ინტეგრაცია ქართველის ხალის, საქართველოს მოქალაქეების არჩევანია და საქართველოს ევროპასთან საერთო ფასეულობები, საერთო ღირებულებები აკავშირებს.
ვახტანგ მახარობლიშვილმა ევროპარლამენტარს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის თაობაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ რეგიონის, ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს წინაშე მდგარი უსაფრთხოების გამოწვევების უკეთ გააზრებისთვის, აუცილებელია არსებული ვითარება, ერთიანი, დიდი სურათის კონტექსტში იქნას დანახული.