საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის, ვახტანგ მახარობლიშვილის შეხვედრა ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალურ დირექტორთან, მონიკ პარიასთან

2021 წ. 2 სექტემბერს ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის (DG HOME) გენერალურ დირექტორთან, მონიკ პარიასთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მიგრაციასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი.  გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს უვიზო რეჟიმის მოთხოვნების წარმატებით შესრულებას.  ხაზი გაესვა საქართველოდან შენგენის სივრცეში უკანონო მიგრაციის კონტროლისა და უსაფუძვლო თავშესაფრის მაძიებელთა კლების მნიშვნელობას. 

მხარეები მიესალმნენ საქართველოს ჩართულობას ევროპული მიგრაციის ქსელში (EMN). 

აღინიშნა, რომ ევროკავშირის მხარე საქართველოს კოვიდ სერთიფიკატების აღიარების მიზნით, საქართველოს განაცხადის შესწავლის პროცესშია. შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელობა და თანამშრომლობის პერსპექტივები.
  
საუბარი შეეხო ავღანეთში არსებულ მდგომარეობასა და ევროკავშირისთვის მიგრაციის მორიგი კრიზისის თავიდან აცილების მნიშვნელობას.