საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი, ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირში ჩეხეთის მუდმივ წარმომადგენელს, ელჩს, ედიტა ჰრდას შეხვდა

2021 წლის 30 სექტემბერს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა, შეხვედრა გამართა ევროკავშირში ჩეხეთის მუდმივ წარმომადგენელთან, ელჩთან, ედიტა ჰრდასთან.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. ასევე, საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობას და 2021 წლის 15 დეკემბერს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებულ თემატიკას.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ასოცირებული ტრიოს ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივები. ვახტანგ მახარობლიშვილმა ისაუბრა ევროკავშირთან დაკავშირებადობის პროექტების განხორციელების ასპექტებზეც. 

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესი და ევროკავშირი-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის განვითარების პერსპექტივები.