საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი, ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირში რუმინეთის მუდმივ წარმომადგენელს, ლუმინიცა ტეოდორა ოდობესკუს შეხვდა

2021 წლის 30 სექტემბერს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა, შეხვედრა გამართა ევროკავშირში რუმინეთის მუდმივ წარმომადგენელთან, ელჩთან, ლუმინიცა ტეოდორა ოდობესკუსთან.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა, ძირითადი ყურადღება გაამახვილეს საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე. ხაზი გაესვა ევროკავშირთან სატრანსპორტო და ენერგეტიკული დამაკავშირებელი პროექტების მნიშვნელობას, განხილული იქნა მიმდინარე წლის დეკემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებული თემატიკა და პანდემიასთან გამკლავების კუთხით არსებული გამოწვევები.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ასოცირებული ტრიოს ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივები და ხაზი გაესვა ევროკავშირის დღის წესრიგში საქართველოს თემატიკის აქტუალურობის შენარჩუნების მნიშვნელობას.