საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი, ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირში სლოვენიის მუდმივ წარმომადგენელს, იზტოკ იარკს შეხვდა

2021 წლის 4 ოქტომბერს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა, შეხვედრა გამართა ევროკავშირში სლოვენიის მუდმივ წარმომადგენელთან, იზტოკ იარკთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა  საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის აქტუალური თემები, მათ შორის, 2021 წლის 15 დეკემბერს დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი, 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენის საკითხი, დაკავშირებადობა.

ვახტანგ მახარობლიშვილმა სლოვენიელ კოლეგას გააცნო საქართველოს მხარის მოლოდინები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალ  სამიტთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსაც.

მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე, მით უფრო, ევროკავშირის საბჭოს სლოვენიის თავმჯდომარეობის მიმდინარეობის გათვალისწინებით.