საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ვროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის დეპარტამენტის დირექტორს ფერნანდო ჯენტილინის შეხვდა

2021 წლის 28 ოქტომბერს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის დეპარტამენტის (MENA) დირექტორთან ფერნანდო ჯენტილინისთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკასა და რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხებზე. განხილვის საგანს ასევე წარმოადგენდა ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებთან ურთიერთობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებულ საკითხებს.
შეხვედრის ბოლოს მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.