საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირში ბულგარეთის მუდმივ წარმომადგენელს რუმენ ალექსანდროვს შეხვდა

2021 წლის 28 ოქტომბერს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ვახტანგ მახარობლიშვილი შეხვდა ევროკავშირში ბულგარეთის მუდმივ წარმომადგენელს, რუმენ ალექსანდროვს.

შეხვედრაზე, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ბულგარეთსა და საქართველოს შორის მეგობრულ ურთიერთობებს და განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხებს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობისა და შავ ზღვაზე დაკავშირებადობის განვითარების შესაძლებლობებს.

ამასთან, საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობას, 2021 წლის დეკემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს, ასოცირებული ტრიოს ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივებს და ასევე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს.