საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირში ესპანეთის მუდმივ წარმომადგენელს, ელჩს, მარკოს ალონსო ალონსოს შეხვდა

2021 წლის 3 ნოემბერს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ვახტანგ მახარობლიშვილი შეხვდა ევროკავშირში ესპანეთის მუდმივ წარმომადგენელს, ელჩს, მარკოს ალონსო ალონსოს.
შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველო-ესპანეთის მეგობრული ურთიერთობები და ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგზე. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებისა და მისი შემადგენელი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის იმპლემენტაციის საკითხებს, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და რეგიონულ უსაფრთხოებას. საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების თემატიკა ყოველთვის აქტუალურ საკითხად რჩებოდეს ევროკავშირის დღის წესრიგში უმაღლეს დონეზე.
მხარეებმა ასევე განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობა, 2021 წლის დეკემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, ასოცირებული ტრიოს ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.