საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ევროპარლამენტარს ლიბერალ-დემოკრატიული ფრაქციიდან, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, ბერნარ გეტას შეხვდა

2021 წლის 8 ნოემბერს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ვახტანგ მახარობლიშვილი შეხვდა ევროპარლამენტარს ლიბერალ-დემოკრატიული ფრაქციიდან (Renew Europe), ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის (AFET) წევრს, ბერნარ გეტას. 
შეხვედრის დროს საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ფართო სპექტრს. საქართველოს ელჩმა ევროპარლამენტარს გაუზიარა ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების (AA) და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაციის შესახებ. 
შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია, რეგიონული უსაფრთხოება და ამ კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. ევროკავშირის წინაშე არსებული შიდა და გარე გამოწვევები ასევე წარმოადგენდა შეხვედრის დროს განხილული თემებს.