საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა ხელი მოაწერა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფარგლებში არსებული ქვეყნების ჯგუფის განახლებულ შეთანხმებას

2021 წლის 8 ნოემბერს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა, საქართველოს სახელით, უნგრეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთისა და ხორვატიის წარმომადგენლებთან ერთად, ხელი მოაწერა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფარგლებში არსებული ქვეყნების ჯგუფის (Constituency) განახლებულ შეთანხმებას.
საქართველოსთან ერთად, ჯგუფის წევრები არიან უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და ხორვატია. 
საქართველო ჯგუფში 2012 წელს გაწევრიანდა.