საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ბელგიის სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ელს ფან ჰოოფს შეხვდა

2021 წლის 8 ნოემბერს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა, შეხვედრა გამართა ბელგიის სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ელს ფან ჰოოფთან.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-ბელგიის ორმხრივ ურთიერთობებს. მხარეებმა ისაუბრეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის  თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე, მათ შორის, ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობაზე. განსაკუთრებით აღინიშნა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის დადებითი როლი ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებაში.
საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა ბელგიელ პარლამენტარს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით.  
განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობა, რომლის მანდატიც ითვალისწინებს 2008 წლის 12 აგვისტოს საქართველოსა და რუსეთს შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მონიტორინგს. აღინიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მონიტორებს, რომელთა მანდატიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება, დღემდე შეზღუდული აქვთ წვდომა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე.
მხარეებმა ასევე განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა და რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხები. 
მხარეები შეთანხმდნენ გააქტიურონ თანამშრომლობა საქართველოს საელჩოსა და ბელგიის პარლამენტის საგარეო კომიტეტს შორის, მათ შორის კომიტეტის წევრებისთვის რეგულარული საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზების კუთხით.