საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მნიშვნელოვანი სიახლე მოქალაქეებისთვის

ბელგიის სამეფოში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

კოვიდვაქცინით შესვლის პირობები:
საქართველოს ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის ევროკავშირის ერთიან სივრცესთან მიერთების შედეგად, ვაქცინირებულ საქართველოს მოქალაქეებს ბელგიის სამეფოში მგზავრობა შეუძლიათ ნებისმიერი მიზნით. 

დაშვებულია მხოლოდ შემდეგ ვაქცინებზე გაცემული ციფრული კოვიდ-სერტიფიკატი: Pfizer/BioNTech - Cominarty; Moderna - Spikevax; AstraZeneca/Oxford - Vaxzevria and Covishield; Johnson and Johnson - Covid-19 Vaccine Janssen. 

ვაქცინაციის მეორე დოზის შემდეგ (Janssen (J&J) შემთხვევაში ერთი დოზის შემდეგ) გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე.

ციფრული კოვიდ-სერტიფიკატით სარგებლობისთვის, საჭიროა მოქალაქეებმა App Store-დან ან Google Play-დან ჩამოტვირთონ აპლიკაცია Georgia e-Health და გაიარონ მარტივი რეგისტრაცია. https://apps.apple.com/ge/app/georgia-e-health/id1590322048
https://play.google.com/store/apps/details... 
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს რაიმე მიზეზით არ შეუძლია ციფრული კოვიდ-სერტიფიკატისთვის საჭირო აპლიკაციის ჩამოტვირთვა, მან უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს და აიღოს კოვიდ ბარათი.
თუ მოქალაქეს 17 ნოემბრამდე უკვე აღებული აქვს კოვიდ ბარათი, აუცილებელია მისი განახლება.

12 წლამდე (11 წლის ჩათვლით) არასრულწლოვნებს ქვეყანაში შესვლა შეუძლიათ ვაქცინაციის მოწმობის და SARSCoV2 დიაგნოსტიკური ტესტების გარეშე.

კოვიდვაქცინის გარეშე შესვლის პირობები: ბელგიის სამეფოს ტერიტორიაზე საქართველოდან გამგზავრება ამ ეტაპზე შეზღუდულია. ასევე,  შეზღუდულია გამგზავრება ყველა იმ პირისთვის, ვისაც უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში აქვს საქართველოში მოგზაურობის ისტორია. აღნიშნული შეზღუდვები არ ვრცელდება ბელგიის მოქალაქეებზე, ბინადრობის ნებართვის მქონე პირებზე, მესაზღვრეებზე, დიპლომატებზე, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებზე, ასევე ამ ორგანიზაციების მიერ მიწვეულ პირებზე, მეზღვაურებზე, ტრანზიტული მგზავრებზე, ოჯახური მიზნებიდან გამომდინარე მგზავრებზე და ასევე, ჰუმანიტარული მიზნებით მიმავალ პირებზე. ზემოაღნიშნულმა პირებმა  საზღვარზე უნდა წარადგინონ PCR (72 საათით ადრე) ან RAT (36 საათით ადრე) ტესტის ნეგატიური პასუხები.

ტესტის წარდგენის ვალდებულება:
12 წლის ასაკის ზემოთ ყველა მგზავრმა, რომელიც მოემგზავრება საქართველოდან, უნდა იქონიოს ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, გარდა ვაქცინირებული პირებისა.

სავალდებულო კარანტინი ბელგიაში შეადგენს ერთ დღეს  (პირველივე დღეს სავალდებულოა PCR ტესტირება, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პირი თავისუფლდება თვითიზოლაციის ვალდებულებისაგან და აგრეთვე მეშვიდე დღეს სავალდებულოა განმეორებითი ტესტირება).

საზღვრის კვეთისას სავალდებულოა:
- არავაქცინირებულმა მგზავრმა თან იქონიოს  ბელგიის საკონსულო დაწესებულებებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ გაცემული სერთიფიკატი (Attestation de voyage);
- ყველა მგზავრმა თან იქონიოს ელექტრონული განცხადება (Formulaire de Localisation du Passager (Public Health Passenger Locator Form), რომლის შევსება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდზე: https://travel.info-coronavirus.be/public-health...

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.geoconsul.gov.ge/HtmlPage//html/View?id=2157