ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ევროპარლამენტში, ‘’ევროპული აზერბაიჯანის’’ საზოგადოების ინიციტივით, გაიმართა მხატვრული ფილმის ‘’ალი და ნინო’’-ს ევროპული პრემიერა. ფილმის ჩვენებას წინ უძღვოდა საქართველოს ელჩის, ნატალი საბანაძისა და აზერბაიჯანის ელჩის, ფუად ისგანდაროვის მისასალემებლი სიტყვა. კინოჩვენებას ესწრებოდნენ ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლები. კინოჩვენების შემდეგ, მაყურებელს საშუალება ჰქონდა დაეგემოვნებინა ქართული და აზერბაიჯანული ღვინოები.

განთავსების თარიღი: 16.03.2017
 

2017 წლის 6 თებერვალს ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენის შესახებ იმსჯელა. დისკუსიაში საქართველოს ელჩთან ნატალი საბანაძესთან ერთად მონაწილეობდნენ სამხრეთ კავკასიაში და საქართველოს კრიზისში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ჰერბერტ ზალბერი, EPC-ის ანალიტიკოსი ამანდა პოლი, ასევე ევროპარლამენტარები: ანა ფოტიგა და იარომირ შტეტინა. გამომსვლელებმა ისაუბრეს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე, საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის როლს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში. გამომსვლელებმა ასევე ისაუბრეს საინფორმაციო ომისა და დეზინფორმაციის შესახებ, რომელიც არა მხოლოდ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, არამედ საქართველოშიც და ევროპის ქვეყნებშიც კი რუსეთის მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს.

განთავსების თარიღი: 17.02.2017
 

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

საქართველოს იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, 2016 წლის 20 დეკემბრიდან 2017 წლის 9 იანვრის ჩათვლით,  საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეები, ასევე ისინი ვისაც 2017 წლის 2 ნოემბრამდე შეუსრულდებათ 18 წელი, თავისუფლდებიან მომსახურების საფასურის გადახდისაგან, პირადობის მოწმობის გაცემისას, ხოლო საქართველოს ბიომეტრიული პასპორტის აღებაზე ისარგებლებენ 50% შეღავათით. გთხოვთ, დეტალებისთვის დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს.

განთავსების თარიღი: 21.12.2016
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის ერთობლივი განცხადებები პრესისთვის დონალდ ტუსკი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი:\"მივესალმები პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს ბრიუსელში. კეთილი იყოს თქვენი ჩამოსვლა, გიორგი!ვსარგებლობ შემთხვევით, რათა მოგილოცოთ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო ამ წლის განმავლობაში თქვენთან თანამშრომლობა, რომლის შემდგომ გაღრმავებაზეც ჩვენ დღეს ვმუშაობთ.

განთავსების თარიღი: 01.12.2016
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობს „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმის“ რიგით მერვე კონფერენციაში, რომელიც ბრიუსელში ტარდება. მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო სამუშაო სესიის გახსნით პანელში, რომელიც აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკას დაეთმო. საკუთარ გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მთავარი მიზნებისა და ზოგადად ქვეყნის განვითარების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლსა და მნიშვნელობას. მისი განცხადებით ეფექტური ინკლუზიური მმართველობის დანერგვა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამას მოწმობს სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვან პროცესებში.

განთავსების თარიღი: 28.11.2016
 

2016 წლის 25 ნოემბერს, ბელგიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, იანა მაისურაძის ინიციატივით,  საქართველოს საელჩოში გაიმართა ბელგიის სამეფოში საქართველოს ელჩის / ევროკაავშირთან მისიის ხელმძღვანელის, ნატალი საბანაძის და ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, ალექსანდრე მაისურაძის შეხვედრა-დისკუსია ბრიუსელის ქართველ სტუდენტებთან.

 

განთავსების თარიღი: 28.11.2016
 

2016 წლის 17 ნოემბერს ბრიუსელის წმინდა მიქაელის და გუდულას სახელობის საკათედრო ტაძარში გაიმართა კლასიკური მუსიკის კონცერტი გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის საგუნდო კაპელას მონაწილეობით.  კონცერტის ორგანიზატორი გახლდათ კათედრალის მეგობართა ფონდი ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოსთან ერთად. კონცერტს 800-მდე სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ საელჩოს მიერ მოწვეული ბრიუსელში აკრედიტებული კორპუსის, ევროკავშირის ინსტიტუტების და ბელგიის სამეფოს ხელისუფლების წარმომადგენლები. სტუმართა შორის ასევე გახლდნენ მეფე ბუდუაენის ფონდის წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება კათედრალის ერთ-ერთი ვიტრაჟის ''განკითხვის დღე'' რეაბილიტაციას. 

 

განთავსების თარიღი: 18.11.2016
 

გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის საგუნდო კაპელა უკვე ბრიუსელშია და 17 ნოემბრის კონცერტისთვის ემზადება. 15 ნოემბერს აფხაზეთის საგუნდო კაპელას ბრიუსელის ვოლუვე სენ პიერის მერიამ უმასპინძლა. ქართულ კაპელას შეხვდა ვოლუვე სენ პიერის მერი, ბენუა კორექსი, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ ქართული კაპელას მონაწილეობა ბრიუსელის კულტურულ ცხოვრებაში ტრადიციად იქცევა.

განთავსების თარიღი: 16.11.2016
 

2016 წლის 7-11 ნოემბერს ბრიუსელში მიმდინარეობს საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტი. საპატრიარქოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე);

განთავსების თარიღი: 11.11.2016
 

საქართველოს მისია ევროკავშირში აცხადებს სტაჟირების კონკურსს

განაცხადის მიღების ვადა: 19 ნოემბრის ჩათვლით.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე   (09 იანვარი 2017 – 09 აპრილი 2017)

განაცხადის შემოტანა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

 

განთავსების თარიღი: 04.11.2016
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ