ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

სტაჟირება საქართველოს მისიაში 2017 წლის 9 იანვრიდან 2017 წლის 9 აპრილამდე

საქართველოს მისია ევროკავშირში აცხადებს სტაჟირების კონკურსს

განაცხადის მიღების ვადა: 19 ნოემბრის ჩათვლით.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე   (09 იანვარი 2017 – 09 აპრილი 2017)

განაცხადის შემოტანა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

სტაჟიორთა სასურველი რაოდენობა: 3

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

     1. განაცხადებების გადარჩევა;

     2. გასაუბრება;

მოთხოვნები:

1.      უმაღლესი განათლება;

2.       ინგლისური ენის კარგად ცოდნა;

3.      სტაჟირების განმავლობაში ბელგიის სამეფოში ბინადრობის უფლება;

სასურველია:

1.    მეორე უცხო ენის ცოდნა (ფრანგული ან ჰოლანდიური ენის ცოდნას ენიჭება უპირატესობა)

2.    ზოგადი განათლების და ორგანიზებულობის მაღალი დონე;

3.    გუნდური მუშაობის უნარი;

4.    ხანმოკლე ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი;

 1.    სტაჟიორი ეკონომიკური დიპლომატიის მიმართულებით

1.1  საქართველო-ევროკავშირის ვაჭრობის მიმართულება

v  მუშაობა ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე;

v  საქართველო-ევროკავშირის ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა პერსპექტივებზე მუშაობა;

v  საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის სტატისტიკის მონიტორინგი;

 1.2 ბელგიასა და ლუქსემბურგთან საქართველოს ვაჭრობის მიმართულება

v  ეკონომიკის საკითხებში მრჩეველთან ერთად საქართველოში ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობა ბელგიასა და ლუქსემბურგში;

v  ბიზენსისა და ინვესტიციების მოსაზიდად ღონისძიებების დაგეგმვა;

v  საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოს შესახებ საინფორმაციო სესიის დაგეგმვა და განხორციელება;

v  ყოველთვიურ ბიზნეს-ნიუსლეთერზე მუშაობა, რომელიც გავრცელდება ბელგიისა და ლუქსემბურგის მასშტაბით;

v  ეკონომიკის საკითხებში მრჩეველთან ერთად საქართველოს ტურიზმის კამპანია ბელგიასა და ლუქსებურგში;

v  ბელგიაში მოქმედ ტურისტულ სააგენტოებთან მუდმივი ურთიერთობა და ტურიზმის სხვადასხვა პერსპექტივებზე მუშაობა;

სავალდებულო განათლება  ეკონომიკის ან ბიზნესის ბაკალავრის ხარისხი.

 2.    სტაჟიორი საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მედიის მიმართულებით

v  დაეხმაროს პრესის ოფიცერს ტვიტერის მონიტორინგში;

v  განათლების სფეროში არსებული პროექტების მონიტორინგი, რომელი საქართველოსთვის შეიძლება იყოს აქტუალური;

v  საზოგადოებასთან ურთიერთობების მიმართულებით ახალ სტრატეგიებზე მუშაობა

სავალდებულო განათლება - ბაკალავრიატი საზოგადოებრივ ურთიერთობათა მენეჯმენტში

3.    სტაჟიორი პოლიტიკის მიმართულებით

v  ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს ყოველდღიური საქმიანობის მონიტორინგი და მოკლე მიმოხილვის მომზადება მისიის თანამშრომელთათვის;

v  დიპლომატებთან ერთად შეხვედრებზე წასვლა და ჩანაწერების გაკეთება;

v  ევროკავშირის ორგანოებთან მუშაობის კოორდინაცია - შეხვედრების დანიშვნა, სატელეფონო ზარები და ა.შ.

v  მისიის თანამშრომელთათვის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ ყოველდღიური მოკლე მიმოხილვის მომზადება;

სავალდებულო განათლება: ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებაში ან ევროკავშირის სამართალში

 სტაჟირების ბოლოს გაიცემა სტაჟირების დამადასტურებელი სერთიფიკატი.

 გთხოვთ, შემდეგი დოკუმენტები მოგვაწოდოთ იმეილზე geomission.eu@mfa.gov.ge: 1. ავტობიოგრაფია ინგლისურ ენაზე. 2.სამოტივაციო წერილი ელჩის სახელზე, ინგლისურ ენაზე. 3. ინგლისური ენის დონის დამადასტუდერების სერთიფიკატი (IELTS, TOEFL) - ასეთის არსებობის შემთხვევაში. გასაუბრებები ჩატარდება 21 ნოემბრის კვირაში. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონზე: +3227611190, 9 საათიდან 6 საათამდე.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ