ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში

2016 წლის 7-11 ნოემბერს ბრიუსელში მიმდინარეობს საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტი. საპატრიარქოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე); საქართველოს საპატრიარქოს წმ.მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრის თავმჯდომარე, რუსთაველი მიტროპოლიტი იოანე (გარეკელი); გორისა და ატენის მიტროპოლიტი, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის დროებითი მმართველი ანდრია (გვაზავა); თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე; საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი კახაბერი გოგოტიშვილი; საქართველოს საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი დავით შარაშენიძე; წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის ეკონომოსი, არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი); საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი გიორგი ანდრიაძე.საპატრიარქოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან: ევროკომისართან ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ქრისტოს სტილიანიდისთან, ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) გენერალური დირექტორის მოადგილესთან კატერინა მატერნოვასთან, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის სტრატეგიული კომუნიკაციების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელთან, ჯაილს პორტმანთან, საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპის, ცენტრალური აზიის მიმართულების აღმასრულებელი დირექტორთან, თომას მაირ ჰარტინგთან, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტ რიჩარდ ჩარნეცკისთან და ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომხსენებელ ანდრეის მამიკინსთან. შეხვედრები გაცნობით-საინფორმაციო ხასიათს ატარებდა. ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლებმა საპატრიარქოს დელეგაციის წევრებს თავად გააცნეს საკუთარი საქმიანობისა და ევროკავშირის სტრუქტურების საქმიანობის შესახებ, ისაუბრეს ევროპული ღირებულებების შესახებ. საპატრიარქოს დელეგაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს ქართული საზოგადოებისა და საქართველოს არჩევანს, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს, რომელსაც ყოველთვის ეკუთვნოდა ქართული კულტურა და შესაბამისად, საქართველო. საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საელჩოში გაიმართა მიღება ქართული დიასპორის წარმომადგენელთათვის. პროექტს განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD), სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასა და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებს. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია დიდი ბრიტანეთის სამეფოს საელჩო საქართველოში.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ