ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის საგუნდო კაპელას მიღება ბრიუსელის ვოლუვე სენ პიერის მერიაში

გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის საგუნდო კაპელა უკვე ბრიუსელშია და 17 ნოემბრის კონცერტისთვის ემზადება. 15 ნოემბერს აფხაზეთის საგუნდო კაპელას ბრიუსელის ვოლუვე სენ პიერის მერიამ უმასპინძლა. ქართულ კაპელას შეხვდა ვოლუვე სენ პიერის მერი, ბენუა კორექსი, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ ქართული კაპელას მონაწილეობა ბრიუსელის კულტურულ ცხოვრებაში ტრადიციად იქცევა. 17 ნოემბერს, 20 საათზე კონცერტი ბრიუსელის წმინდა მიქაელის და გუდულას სახელობის საკათედრო ტაძარში იმართება. კონცერტის ორგანიზატორია კათედრალის მეგობართა ფონდი ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოსთან ერთად. აღსანიშნავია, რომ კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება კათედრალის ერთ-ერთი ვიტრაჟის ''განკითხვის დღე'' რეაბილიტაციას. 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ