ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში 30 ნოემბერი-2 დეკემბერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის ერთობლივი განცხადებები პრესისთვის

დონალდ ტუსკი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი:"მივესალმები პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს ბრიუსელში. კეთილი იყოს თქვენი ჩამოსვლა, გიორგი!ვსარგებლობ შემთხვევით, რათა მოგილოცოთ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო ამ წლის განმავლობაში თქვენთან თანამშრომლობა, რომლის შემდგომ გაღრმავებაზეც ჩვენ დღეს ვმუშაობთ. ბოლო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდა ფუნდამენტური უფლებების სრული დაცვით. ეს არის საქართველოში დემოკრატიის ნამდვილი წარმატება. მადლობას მოვახსენებ პრემიერ-მინისტრს, რომლის მთავრობამ ძალ-ღონე არ დაიშურა ასეთი შედეგის უზრუნველსაყოფად. დღევანდელ შეხვედრაზე მე მოვუწოდე პრემიერ-მინისტრს ოპოზიციასა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური დიალოგის გაგრძელებისკენ. ჩვენ განვიხილეთ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების საკითხები. მე უდიდეს შეფასებას ვაძლევ საქართველოს ამბიციური რეფორმების გეგმას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელებას, რომელიც ემსახურება საქართველოს კეთილდღეობას და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას. ევროკავშირი მომავალშიც გაგიწევთ დახმარებას ამ პროცესში.გარდა ამისა, მადლობას მოვახსენებ საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. იმედის თვალით შევყურებ ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში საერთო სამომავლო მიზნების დასახვის პროცესს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელიც გაიმართება 2017 ნოემბერში.ვსარგებლობ ამ შემთხვევით, რათა მადლობა მოვახსენო საქართველოს იმ წვლილისთვის, რომელიც მას განუხრელად შეაქვს ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში, ასევე დახმარებისთვის ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გატარების საქმეში.რაც შეეხება, უვიზო მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეთათვის, შარშან ოქტომბერში ყველა წევრმა ქვეყანამ დაადასტურა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა მოთხოვნა. დღეს ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობთ ამ საკითხზე თავად ევროკავშირში. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არის ევროკავშირის მხარის შიდა პრობლემა, რომ ჩვენ, შეძლებისდაგვარად, სწრაფად მივაღწიოთ შეთანხმებას უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს ჰორიზონტალურ მექანიზმს ყველა წესთან მიმართებაში, რომელიც ძალაშია ევროკავშირში ვიზებთან დაკავშირებით. საქართველო იმსახურებს ამ პროცესის დროულად და წარმატებით დასრულებას.დასასრულს, გამოვთქვამ შეშფოთებას რუსეთსა და საქართველოს სეპარატისტულ რეგიონს, აფხაზეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ეგრეთ წოდებული შეთანხმების რატიფიკაციის გამო.ევროკავშირი მკაფიოდ აცხადებს, რომ ამ შეთანხმებით ირღვევა საერთაშორისო სამართალი, საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მისი ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის ჩათვლით. ამ შეთანხმებას არავითარი წონა არ აქვს ევროკავშირის თვალში.ჩვენ უპირობოდ ვემხრობით საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ჩვენი თავმჯდომარეობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით.ევროკავშირი მომავალშიც მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.\"საქართველო აგრძელებს ყოვლისმომცველ რეფორმებს, რათა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან (Donald Tusk) გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა ევროპული საბჭოს სათაო ოფისში გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად ეწვია. დონალდ ტუსკმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა, რაც მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც, მხარეთა შეფასებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორია. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, ადასტურებს ქვეყნის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან წინსვლას პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ნაწილში, მათ შორის: დემოკრატიის კონსოლიდაციისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვის, ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობის, გაზრდილი ინვესტიციებისა და ევროკავშირთან ვაჭრობის კუთხით. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების პერსპექტივებზე და გამოთქვეს იმედი, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ახლო მომავალში ამოქმედდება. გიორგი კვირიკაშვილმა და დონალდ ტუსკმა ისაუბრეს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შესახებ და \"აღმოსავლეთ პარტნიორობის\" მომავალ სამიტზე, რომელიც 2017 წელს გაიმართება. გიორგი კვირიკაშვილმა და დონალდ ტუსკმა რეგიონში არსებული სიტუაცია შეაფასეს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს. დონალდ ტუსკმა გამოხატა შეშფოთება აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის დადებული ე.წ. შეთანხმების გამო. შეხვედრის დასასრულს გიორგი კვირიკაშვილმა დონალდ ტუსკს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში შეტანილი პირადი წვლილისთვის. გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი:\"ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩვენთვის. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები.საქართველოს მთავრობის სახელით, მსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადო ევროკავშირსა და პირადად პრეზიდენტ ტუსკს ჩემი ქვეყნისა და ევროკავშირთან მაქსიმალურად მიახლოების ძალისხმევის განუხრელი მხარდაჭერისთვის.ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულება უცვლელია - გავაგრძელებთ ინტენსიურ და მიზანმიმართულ რეფორმებს, რათა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს მივუახლოვოთ. მოუთმენლად ველით ასოცირების დღის წესრიგის განახლებულ ვარიანტს, რომლითაც ვიხელმძღვანელებთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.მსურს შევეხო რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ასოცირების შეთანხმების საქართველოში განხორციელების პირველ ანგარიშს, რომელიც ადასტურებს ქვეყნის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ნაწილში.კონკრეტული მიღწევები გვაქვს დემოკრატიის კონსოლიდაციის, სამართლის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვის, ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობის, გაზრდილი ინვესტიციებისა და ევროკავშირთან ვაჭრობის კუთხით, რაც მყარ საფუძველს ქმნის ამ მიმართულებით შემდგომი წარმატებისთვის.მზაობას გამოვხატავთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ამ ამბიციური ურთიერთობის შესაძლებლობები, რაც საქართველოსა და ევროკავშირის საერთო ინტერესებს თანაბრად ემსახურება.ამ პროცესში ევროკავშირის ჩართულობა ძლიერი მასტიმულირებელი მექანიზმების უზრუნველყოფით კრიტიკული მნიშვნელობისაა დიფერენცირებული და დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომისთვის და ეს არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ძირითადი მამოძრავებელი პრინციპი.ამ საკითხს მივყავართ ვიზა-ლიბერალიზაციამდე, რომელსაც ტრანსფორმაციის ძლიერი ეფექტი გააჩნია ფართომასშტაბიანი რეფორმების კონტექსტში და ქვეყნის მოქალაქეებს უშუალოდ ხელშესახებ სარგებელს აძლევს. რადგან საქართველომ ყველა მოთხოვნა წარმატებით შეასრულა, ველით, რომ მის ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებს და უვიზო მიმოსვლის რეჟიმს დააწესებს საქართველოს მოქალაქეებისთვის.მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბატონ ტუსკს ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისათვის.საქართველო ევროკავშირის ძირითადი მოკავშირეა უსაფრთხოების სფეროში და ეს განსაკუთრებით აღინიშნა კიდეც ანგარიშში. ვაგრძელებთ მონაწილეობას ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში. მზად ვართ თანამშრომლობა მეტად გავზარდოთ, რათა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გლობალურ სტრატეგიაში გაწერილმა ხედვამ პრაქტიკული განხორციელება ჰპოვოს.დიდად ვაფასებთ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. ევროკავშირის ჩართულობა სამეთვალყურეო მისიების ფარგლებში - ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო და აქტიური მედიაციის მექანიზმია ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში, რაც მყარ გარანტიებს იძლევა მშვიდობის და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ საქართველოს ისტორიული ტერიტორიების ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის შედეგად წარმოქმნილი მძიმე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გარემოებების მიმართებით.დასკვნის სახით თბილი მიღებისა და საინტერესო იდეების გაცვლისთვის მსურს კვლავ გამოვხატო მადლიერება ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, ბატონი დონალდ ტუსკისადმი.\

"შეხვედრა ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა.ევროკომისარმა გიორგი კვირიკაშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ასოცირების შეთანხმების სრულად ამოქმედების მნიშვნელობას და მომავალი წლების სამოქმედო გეგმას. ყურადღება გამახვილდა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე და აღინიშნა, რომ საქართველო რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით კვლავაც ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას \"აღმოსავლეთ პარტნიორობის\" ქვეყნებს შორის.მხარეებმა ხაზი გაუსვეს ასოცირების საბჭოს მესამე სხდომის ჩატარების მნიშვნელობას, რომელიც წარმოადგენს მაღალი რანგის პირველ ინსტიტუციურ შეხვედრას ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ. გამოითქვა იმედი, რომ 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგი გახდება შემდგომი რეფორმების კონკრეტული გზამკვლევი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა გრძელვადიან ჭრილში მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე, რაც მისი თქმით, წარმოადგენს მთავრობის მთავარ პრიორიტეტს. მანვე მისასალმებელი უწოდა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის სამომავლო დახმარება 2017-2020 წლებში კონცენტრირებული იქნება, ძირითადად, ეკონომიკურ ზრდასა და კერძო სექტორის მხარდაჭერაზე.შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესს. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რაც იქნება საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის თვალსაჩინო აღიარება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

შეხვედრა ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსისთან.
ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში გატარებული რეფორმები და საქართველოს მხრიდან მიგრაციის პოლიტიკის მოდერნიზების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსის შეხვედრის მთავარი თემები.

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკომისარმა დადებითად შეაფასა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაწეული სამუშაო, რაც მისი თქმით, კომისიამ საბოლოო დასკვნაშიც ასახა. დიმიტრის ავრამოპულოსმა კიდევ

შეხვედრა ევროკომისართან კლიმატისა და ენერგო რესურსების საკითხებში

საქართველოს მთავრობის მეთაური კლიმატისა და ენერგო რესურსების საკითხებში ევროკომისარს, მიგელ არიას კანიეტეს შეხვდა. მხარეებმა ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის ძირითადი საკითხები და ენერგეტიკული უსაფრთხოების თემები განიხილეს.ყურადღება გამახვილდა ევროკავშირისა და საქართველოს ენერგეტიკის პოლიტიკის დაახლოვების აუცილებლობაზე, ენერგეტიკის ქსელების განვითარებასა და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის ხელმოწერის მნიშვნელობას.შეხვედრაზე აღინიშნა, რომ განახლებადი წყაროების გამოყენებით მეტი ენერგიის გამომუშავება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, რა მიზნითაც დაწყებულია ჰიდრო და სხვა განახლებადი ენერგო წყაროების ათვისება და სუფთა ენერგიის ხვედრითი წილის გაზრდა. მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს სუფთა ენერგიის წარმოებაში ევროპული კომპანიების მზარდი ინტერესის გამო.საუბარი შეეხო სამხრეთ ენერგეტიკული და სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მნიშვნელობას, რაც მხარეთა შეფასებით, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს.შეხვედრა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა და მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი დაესწრნენ.

შეხვედრა ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან

გიორგი კვირიკაშვილი ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და აღნიშნეს ის პროგრესი, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს.ყურადღება გამახვილდა ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის შესრულების პროცესზე და საქართველოს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებზე.შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ დადებით სავაჭრო დინამიკას და გამოითქვა იმედი, რომ ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტი კიდევ უფრო გაიზრდება.გიორგი კვირიკაშვილმა სესილია მალმსტრომს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა, ბიზნესგარემოს გაჯანსაღებისა და ეკონომიკური განვითარების მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.პრემიერის თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული შესაძლებლობების სრულად გამოყენება.შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აგრძელებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით გათვალისწინებულ რეფორმებს, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვას, ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესისთვის გარემოს გაუმჯობესებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ქვეყნის ეკონომიკურ მოდერნიზაციას. ევროკომისარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მზაობა, სათანადო დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს რეფორმების პროცესში, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების წარმატებით შესასრულებლად.

შეხვედრა ევროპარლამენტარ ჯანი პიტელასთან

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების ალიანსის ჯგუფის ხელმძღვანელს, ჯანი პიტელას შეხვდა. მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ვიზალიბერალიზაციის პროცესზე, საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ევროკავშირთან ასოცირებული, პარტნიორი ქვეყნის, დემოკრატიული და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობას და იმ მასტაბილურებელ როლს, რომელსაც საქართველო რეგიონში ასრულებს.მხარეებმა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველომ წარმატებით შეასრულა სავიზო ლიბერალიზაციის პროცესში ნაკისრი ყველა ვალდებულებები.საუბარი შეეხო ასოცირების საბჭოს მესამე სხდომის ჩატარებისა და 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის მიღების მნიშვნელობას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შემდგომი რეფორმები საქართველოში.გიორგი კვირიკაშვილმა და ჯანი პიტელამ განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების თემები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ქართული მხარის განმარტებით, საქართველო აფასებს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ხაზი გაესვა მშვიდობის და სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ევროკავშირის ჩართულობის როლს სამეთვალყურეო მისიების ფარგლებში.გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში. დღეს გიორგი კვირიკაშვილი ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და აღნიშნეს ის პროგრესი, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს.ყურადღება გამახვილდა ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის შესრულების პროცესზე და საქართველოს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებზე.შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ დადებით სავაჭრო დინამიკას და გამოითქვა იმედი, რომ ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტი კიდევ უფრო გაიზრდება.გიორგი კვირიკაშვილმა სესილია მალმსტრომს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა, ბიზნესგარემოს გაჯანსაღებისა და ეკონომიკური განვითარების მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.პრემიერის თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული შესაძლებლობების სრულად გამოყენება.შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აგრძელებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით გათვალისწინებულ რეფორმებს, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვას, ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესისთვის გარემოს გაუმჯობესებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ქვეყნის ეკონომიკურ მოდერნიზაციას. ევროკომისარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მზაობა, სათანადო დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს რეფორმების პროცესში, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების წარმატებით შესასრულებლად.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ელმარ ბროკს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მიმდინარე საკითხები და თანამშრომლობის პერსპექტივები. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტთან ინტენსიური დიალოგის აუცილებლობაზე და ევროკავშირთან ასოცირების პროცესში ევროპარლამენტის აქტიურ როლზე. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესში ევროპარლამენტის მკაფიო მხარდაჭერის მნიშვნელობას.ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში ყველა ვალდებულება და მოთხოვნა შეასრულა და იმედი გამოთქვა, რომ შემდგომი პროცესი შეუფერხებლად წარიმართება.ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ დემოკრატიულ რეფორმებს, მათ შორის სასამართლო რეფორმას.ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა, სადაც აისახა საქართველოს მოსახლეობის ნება.შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე დაესწრნენ.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28        

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ