ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტევიჩუსმა ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრესულ წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას

19.10.2017 ქ.ბრიუსელი - „ანგარიშში, რომელიც ამ კომიტეტმა მოამზადა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მიმდინარე წლის ნოემბრის სამიტისთვის, ჩვენ ხაზი გავუსვით მეტი დიფერენცირების აუცილებლობას იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც სურთ გაწეული ძალისხმევისთვის მეტი მიიღონ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მომხრეები ვართ „აღმოსავლეთ პარტნიორობა +"-ის არსებობის განსაკუთრებით იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ევროკავშირთან დაკავშირებულნი არიან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებით" - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.

როგორც პეტრას აუსტრევიჩუსმა აღნიშნა, ამგვარად გაძლიერებული „აღმოსავლეთ პარტნიორობა" გააადვილებს რეგიონულ თანამშრომლობას ჯგუფის წევრ ყველაზე პროგრესულ ქვეყნებს შორის.

ევროპარლამენტარმა იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის კიდევ უფრო გაძლიერდება და ეს პოზიტიური ტენდენცია იმ ქვეყნებზეც გავრცელდება, რომლებიც აპირებენ ამ ჯგუფში გაერთიანებას.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ