ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ჯანელიძე: "90-იანი წლების მერე ევროპული ინტეგრაცია წარმოადგენს საქართველოს განვითარების მამოძრავებელ ძალას"

19.10.2017 ქ.ბრიუსელი - " ვამაყობ, რომ წარმოვადგენ ქვეყანას, რომელიც ერთ-ერთი მოწინავეა ევროკავშირისადმი ძლიერი ენთუზიაზმით განსმჭვალულ ქვეყნებს შორის. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 80% უჭერს მხარს. ეს განსაკუთრებული ნდობა ევროპისა და ქვეყნის ევროპული მისწრაფების მიმართ არ შენელებულა და ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე კიდევ უფრო განმტკიცდა. 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან მოყოლებული, სწორედ ევროპული ინტეგრაცია წარმოადგენს საქართველოსა და მისი ახალგაზრდა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ძირითად მამოძრავებლ ძალას. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია სწორედ ქვეყნის ევროპული სწრაფვისა და ამ სულისკვეთების ხარჯზე განხორციელებული რეფორმების ძალისხმევის შედეგია"- განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემეირმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც ევროპელ დეპუტატებს საქართველოს განვითარების, ევროპული ინტეგრაციის მიზნების, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისა და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ესაუბრა. მისი განცხადებით ბოლო 3 წლის განმალობაში საქართველომ განახორციელა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობების უმეტესი ნაწილი, ეს გახლავთ აცოსოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ჩათვლით, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირთან, ენერგო გაერთიანებაში გაწევრიანება და სხვა, რამაც მინისტრის განცხადებით უკვე განაპირობა პოზიტიური ცვლილებები საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ სფეროებში.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ევროპარლამენტში სიტყვით ქ. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გამოვიდა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოხსენების შემდგომ მინისტრმა ევროპარლამენტარების კითხვებს უპასუხა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ