ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ევროპარლამენტარის შეფასებით საქართველოს ხელისუფლების წარმატების საფუძველს მათი მხრიდან მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა წარმოადგენს

19.10.2017 ქ. ბრიუსელი - „როგორც იხილეთ, დღეს შეკრებილი კოლეგების უმრავლესობა მხარდაჭერას გიცხადებთ. აღნიშნულის დასტურია ასევე რეზოლუცია და მიმდინარე ურთიერთობა ჩვენსა და საქართველოს შორის. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ იმაში, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს ტერიტორიულ მთლიანობას\".- აღნიშნა ევროპარლამენტში „საქართველოს მეგობართა ჯგუფის\" თანათავმჯდომარემ ქლერ მუდიმ, რომელმაც საქართველოს ვიცე-პრემიერის საგარეო საქმეთა მინისტრის ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამოსვლის შემდეგ გამართულ დებატებში მიიღო მონაწილეობა.

ქლერ მუდიმ დადებითად შეაფასა მინისტრის გამოსვლა, სადაც მან ხაზი გაუსვა იმ წინსვლას რაც საქართველომ ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირთან ურთიერთობის შედეგად მიაღწია.

„ის, რომ მთავარი აქცენტი გააკეთეთ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე წარმოადგენს თქვენი წარმატების და ევროკავშირისადმი მხარდაჭერის ერთერთ მიზეზს.\"-განაცხადა ევროპარლამენტარმა.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ