ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

რებეკა ჰარმსი: საქართველო განიცდის პროგრესს და ეს ყველასთვის ნათელია

19.10.2017 ქ.ბრიუსელი: საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ ევროპარლამენტარებმა შეფასებები გააკეთეს.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, რებეკა ჰარმსმა საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოს მზარდ პროგრესს და ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მნიშვნელობას.

„ ვფიქრობ ძალიან კარგია, რომ საქართველომ და სხვა პარტნიორმა ქვეყნებმა, ევროკავშირის ინსტიტუტებთან ერთად დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს არა მხოლოდ სამ ქვეყანასთან ასოცირების შეთანხმებაზე, არამედ მისი იმპლემენტაციის შესახებ. თქვენი ქვეყანა განიცდის პროგრესს, ყველა აფასებს ამ ფაქტს და ეს ასეც უნდა გაგრძელდეს. ვფიქრობ, მიმდინარე შემოდგომის დებატებზე ჩვენი ძირითადი მოვალეობა იქნება ავუხსნათ ევროპის მოქალაქებს, რომ აღნიშნული ასოცირების შეთანხმებები მართლაც ჩვენი უსაფრთხოების სტრატეგიის ნაწილია" - აღნიშნა რებეკა ჰარმსლა.

ევრონესტის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ასოცირების ქვეყნებთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მნიშვნელობას ორივე მხარისთვის.

„ასოცირების შეთანხმება და მისი წარმატებული იმპლემენტაცია ემსახურება არა მხოლოდ ჩვენს სამეზობლოში სტაბილურობასა და მზარდ დემოკრატიას, არამედ ეს ასევე გადამწყვეტია ჩვენი, ევროკავშირის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის" - აღნიშნა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ