ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შეხვედრა ფინეთის პრემიერ-მინისტრთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში ფინელ კოლეგას, იუჰა სიპილას შეხვდა. პრემიერ-მინისტრების პირველი შეხვედრისას, საუბარი შეეხო "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის ფარგლებში განსახილველ საკითხებს და სხვადასხვა სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას. მხარეებმა ისაუბრეს ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებაზე და სავაჭრო ბრუნვის მზარდ ტენდენციაზე, რომელმაც 2017 წელს 41%-ს გადააჭარბა. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა თბილისში გამართული ერთობლივი ბიზნესფორუმისა და ჰელსინკიში დაფუძნებული საქართველო-ფინეთის ბიზნესსაბჭოს როლს და გამოითქვა იმედი, რომ არსებული პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდება. პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა ფინელ კოლეგას ასევე მიაწოდა ინფორმაცია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის, განხორციელებული რეფორმებისა და საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის წამყვანი პოზიციების შესახებ. გიორგი კვირიკაშვილმა ფინეთის პრემიერ-მინისტრსა და ფინელ ხალხს ფინეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავი მიულოცა.პრემიერმა იუჰა სიპილამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ფინეთის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ