ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შეხვედრა ლატვიის პრეზიდენტთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში ლატვიის პრეზიდენტ რაიმონდს ვეიონისს შეხვდა.საუბრის ძირითადი თემები სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა, 25-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები იყო.ხაზი გაესვა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებულ იმპლემენტაციას.ყურადღება გამახვილდა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით არსებულ პოტენციალზე.შეხვედრისას, ასევე საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებს. პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა ლატვიის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ