ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მონაწილეებს მიმართა

საქართველო რჩება რეგიონში ევროკავშირის ერთგულ მოკავშირედ და სანდო პარტნიორად, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მე-5 სამიტის მონაწილეებს, რომელსაც ბრიუსელი მასპინძლობს. პრემიერმა საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პოტენციალზე ისაუბრა. "ევროკავშირის ღირებულებებმა განსაზღვრა ჩვენი მიზანმიმართული საშინაო დღის წესრიგი, რომლის მიზანიცაა საქართველოს რეფორმირება და მოდერნიზაცია, გამართული დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა ჩვენს რეგიონში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებებს ევროკავშირისკენ, რაც ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია. გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოტენციალზე და განაცხადა, რომ სამიტი არის შესაძლებლობა, როგორც მიღწევებისა და წარმატებების შეფასებისთვის, ისე სამომავლო ნაბიჯების დასაგეგმად. პრემიერი გამოსვლისას შეეხო საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, რომლებიც მეტ პროგრესსა და პრაქტიკულ შედეგებზეა ორიენტირებული.გიორგი კვირიკაშვილი სამიტის მონაწილეებს ასევე ესაუბრა ქვეყნის წინაშე უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებსა და ევროკავშირის როლზე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. გიორგი კვირიკაშვილმა აგრეთვე დაადასტურა მზადყოფნა, საქართველომ მომავალშიც შეიტანოს წვლილი ევროპის უსაფრთხოების განმტკიცებაში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოწვევებისა და დაბრკოლებების მიუხედავად, საქართველო განაგრძობს ევროინტეგრაციის გზას.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ