ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შემაჯამებელი კომენტარი

დასრულდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი. საქართველოს წარმატებაზე ერთხმად აღინიშნა. ყველამ აღნიშნა ის, თუ როგორ ვახერხებთ და ვახორციელებთ ძალიან ამბიციური რეფორმების გეგმას და ამასთან, დემოკრატიის კონსოლიდაციას. ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, რაზეც იყო სრული კონსენსუსი. ძალიან მნისვნელოვანია, რომ ეს ფორმატი აღმოჩნდა ინსტრუმენტი საქართველოსთვის, რომელმაც საშუალება მოგვცა, განგვეხორციელებინა დღემდე მნიშვნელივანი ნაბიჯები, როგორებიც არის ასოცირების ხელშეკრულება, სავაჭრო შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია. ჩვენ ახლა გადასადგმელი გვაქვს შემდეგი, გაცილებით ამბიციური ნაბიჯები და რა განწყობაც არ უნდა იყოს ევროპაში და სხვადასხვა ქვეყნებში, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ძალიან ამბიციური რეფორმების გეგმას. 2020-თვის წარმოდგენილი გვაქვს ყოვლისმომცველი რეფორმების გეგმა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო წინ წავიწიოთ ევროპისკენ. ჩვენი პარტნიორებისგან არის აბსოლუტური მზადყოფნა, საქართველოს მაქსიმალურად დაეხმარონ ამ პროცესში, რადგან საქართველომ მიაღწია ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქმე იმისათვის, რომ როდესაც გაიხსნება შესაძლებლობების ფანჯარა საქართველოსთვის, ამ მომენტისთვის საქართველო მზად იყოს. ეს არის ჩვენი ამოცანა და ჩვენ ამ ამოცანას ვახორციელებთ. დეკლარაციაში აღნიშნულია მხარდაჭერა ევროპული მისწრაფებების, ევროკავშშირში ინტეგრაციის პროცესის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აღმოსავლეთ პარტნიორობაში არის სხვადაასხვა ქვეყანა, ყველას აქვს თავისი სისწრაფე, თავისი ამბიციები. საქართველოს წარმატებაზე არის სრული თანხვედრა და სრული კონსენსუსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია, მაგრამ ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ჩვენ მოვემზადოთ იმ მომენტისათვის, როდესაც ევროპაში იქნება მზაობა, რომ გაიხსნას შესაძლებლობების ფანჯარა საქართველოსთვის და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ