ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქ. ბრიუსელში საზეიმოდ გაიხსნა კინოფესტივალი ‘'BRIDGES. EAST OF WEST"

2018 წლის 17 იანვარს ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების სასახლეში „BOZAR" საზეიმოდ გაიხსნა კინოფესტივალი ‘'BRIDGES. EAST OF WEST", რომელიც 21 იანვრამდე უმასპინძლებს ბელგიელ მაყურებელს. კინოფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ფილმები "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მონაწილე ქვეყნებიდან.

ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების სასახლესა და ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს თანამშრომლობით, საქართველოდან წარმოდგენილი იქნება შემდეგი ფილმები: რეჟისორ სალომე მაჩაიძის, თამუნა ქარუმიძისა და დავით მესხის ფილმი - "როცა დედამიწა მსუბუქია"; რეჟისორ ანა ურუშაძის ფილმი - "საშიში დედა"; რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ფილმი - " მძევლები"; რეჟისორ ელდარ შენგელაიას ფილმი - „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" და რეჟისორ მარიამ ხაჭვანის ფილმი - "დედე".

კინოფესტივალი მისასალმებელი სიტყვით ბელგიის სამეფოში საქართველოს ელჩმა ნატალი საბანაძემ გახსნა და ისაუბრა ქართული კინოს განვითარების ეტაპებზე. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ფესტივალი მიიღებს ყოველწლიურ ხასიათს და გაანებივრებს მაყურებელს ახალი საინტერესო ფილმებით.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ