ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

განთავსების თარიღი: 25.04.2017

24 აპრილს საქართველოს საელჩომ, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, კომპანია ‘’შილდა’’-სთან ერთად ქართული ღვინის დეგუსტაცია გამართა. ღონისძიებაზე საქართველოს ელჩმა ნატალი საბანაძემ დამსწრე საზოგადოებას ქართული მეღვინეობის კულტურა და ისტორია გააცნო. ბელგიაში კომპანია ‘’შილდას’’ წარმომადგენელმა, გიორგი შოშიტაიშვილმა ისაუბრა ქართული ვაზის ჯიშების, ღვინის სახეობების და კომპანიის მიერ ღვინის წარმოების ტექნოლოგიების შესახებ. მოწვეულ სტუმრებს: ბელგიის სახელმწიფო სტრუქტურების, ევროკავშირის ინსტიტუტების და ღვინის სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეფასებინათ კომპანია ‘’შილდას’’ მიერ წარმოებული 15-მდე სახეობის ღვინო.

 
განთავსების თარიღი: 25.04.2017

ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით ბრიუსელში საზეიმო მიღება გაიმართა, სადაც მოწვეულნი იყვნენ ევროკავშირის სტრუქტურების, ევროპარლამენტის წარმომადგენლები, ასევე დიპლომატიური კორპუსი. მაყურებლის წინაშე ცნობილი ქართველი შემსრულებლები წარსდგნენ. მიღება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკავშირში საქართველოსიის მისიის ხელმძღვანელმა გახსნეს. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

 
განთავსების თარიღი: 25.04.2017

ვიზალიბერალიზაციის ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ვიზიტით ევროპის პოლიტიკურ ცენტრს - ბრიუსელს ეწვია.

პირველი შეხვედრა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართა. დონალდ ტუსკმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ამოქმედება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტი შემართებით გააგრძელებს ევროინტეგრაციის დღის წესრიგით განსაზღვრული მიზნების განხორციელებას.

 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ