ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

განთავსების თარიღი: 20.10.2017

19.10.2017 ქ. ბრიუსელი - საქართველოს ვიცე პრემიერ მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ბელგიის პრემიერ მინისტრის მოადგილეს, საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა მინისტრს დიდიე რეინდერს შეხვდა.

 
განთავსების თარიღი: 19.10.2017

19.10.2017 ქ. ბრიუსელი - საქართველოს ვიცე-პრემიერის საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, უსაფრთხოების საკითხებში, საქართველო ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოკავშირე და მთავარი პარტნიორია რეგიონში, რასაც ასევე ადასტურებს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების გლობალური სტრატეგიაც. ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ ევროპარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 
განთავსების თარიღი: 19.10.2017

19.10.2017 ქ.ბრიუსელი - „ანგარიშში, რომელიც ამ კომიტეტმა მოამზადა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მიმდინარე წლის ნოემბრის სამიტისთვის, ჩვენ ხაზი გავუსვით მეტი დიფერენცირების აუცილებლობას იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც სურთ გაწეული ძალისხმევისთვის მეტი მიიღონ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მომხრეები ვართ „აღმოსავლეთ პარტნიორობა +"-ის არსებობის განსაკუთრებით იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ევროკავშირთან დაკავშირებულნი არიან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებით" - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.

 
განთავსების თარიღი: 19.10.2017

19.10.2017 ქ.ბრიუსელი - მინისტრის შეფასებით საქართველო ეფექტურად ახორციელებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხებით გათვალისწინებულ რეფორმებს, რომელიც სხვადასხვა სფეროს მნიშვნელოვან სტანდარტიზაციას გულისხმობს. ჯანელიძის განცხადებით, გატარებულმა რეფორმებმა მნიშვნელოვნად გაზარდა სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირთან, რის შედეგადაც, ევროკავშირი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორია, ხოლო ვაჭრობა და ექსპორტი სტაბილურად იზრდება.

 
განთავსების თარიღი: 19.10.2017

19.10.2017 ქ. ბრიუსელი - საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტს მომზადებული და კარგი შედეგებით ხვდება. ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ ევროპარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თმით, საქართველოს გააჩნია კონკრეტული ხედვა თუ როგორ წავიდეს წინ და მიაღწიოს ევროკავშირთან მაქსიმალურ ინტეგრაციას: "ბევრი გაკეთდა, თუმცა, რაღა თქმა უნდა, კვლავ ბევრია შესასრულებელი. ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ იმაზე მეტი, ვიდრე ამას ჩვენგან ასოცირების შეთანხმება მოითხოვს, რადგან ამ ყველაფერს ვაკეთებთ არა უბრალოდ დაკისრებული მოვალეობების შესრულებისთვის, არამედ იმისთვის, რომ დავიმკვიდროთ ჩვენი მომავალი ევროკავშირში"-აღნიშნა მინისტრმა.

 
განთავსების თარიღი: 19.10.2017

19.10.2017 ქ. ბრიუსელი - " ვამაყობ, რომ წარმოვადგენ ქვეყანას, რომელიც ერთ-ერთი მოწინავეა ევროკავშირისადმი ძლიერი ენთუზიაზმით განსმჭვალულ ქვეყნებს შორის. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 80% უჭერს მხარს. ეს განსაკუთრებული ნდობა ევროპისა და ქვეყნის ევროპული მისწრაფების მიმართ არ შენელებულა და ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე კიდევ უფრო განმტკიცდა. 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან მოყოლებული, სწორედ ევროპული ინტეგრაცია წარმოადგენს საქართველოსა და მისი ახალგაზრდა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ძირითად მამოძრავებლ ძალას. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია სწორედ ქვეყნის ევროპული სწრაფვისა და ამ სულისკვეთების ხარჯზე განხორციელებული რეფორმების ძალისხმევის შედეგია"- განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემეირმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც ევროპელ დეპუტატებს საქართველოს განვითარების, ევროპული ინტეგრაციის მიზნების, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისა და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ესაუბრა.

 
განთავსების თარიღი: 19.10.2017

19.10.2017 ქ. ბრიუსელი - „როგორც იხილეთ, დღეს შეკრებილი კოლეგების უმრავლესობა მხარდაჭერას გიცხადებთ. აღნიშნულის დასტურია ასევე რეზოლუცია და მიმდინარე ურთიერთობა ჩვენსა და საქართველოს შორის. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ იმაში, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს ტერიტორიულ მთლიანობას".- აღნიშნა ევროპარლამენტში „საქართველოს მეგობართა ჯგუფის" თანათავმჯდომარემ ქლერ მუდიმ, რომელმაც საქართველოს ვიცე-პრემიერის საგარეო საქმეთა მინისტრის ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამოსვლის შემდეგ გამართულ დებატებში მიიღო მონაწილეობა.

 

 
განთავსების თარიღი: 19.10.2017

19.10.2017 ქ. ბრიუსელი: საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ ევროპარლამენტარებმა შეფასებები გააკეთეს.

 
განთავსების თარიღი: 19.10.2017

19.10.2017 ქ.ბრიუსელი - "საქართველო და სხვა ასოცირებული პარტნიორი ქვეყნები, ევროკავშირისა და მისი მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მძიმე აგრესიის წინა ხაზზე დგანან. აღმოსავლეთ პარტნიორობა, როგორც ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სტრატეგიული განზომილება, რეგიონში სტაბილურობის, პოლიტიკური ტრანსფორმაციისა და ეკონომიკური განვითარების მთავარი გარანტია."- განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროპარლამენტში, საგარო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას "აღმოსავლეთ პარტნიორობის" დაგეგმილ სამიტზე საუბრისას.

 
განთავსების თარიღი: 18.10.2017

belgium/foto_4.jpg

18.10.2017 ქ. ბრიუსელი ევროპარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე მიჰაელ გალერი იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის დეკლარაციაში აისახება. ევროპარლამენტარის განცხადებით, რომლიც მან საქართველოს ვიცე-პრემერთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდგომ ჟურნალისტებთან გააკეთა, ევროპარლამენტი ეყრდნობა ევროკავშირის ხელშკრულების 49-ე მუხლის პრინციპს, რომ ყველა ევროპულ სახელმწიფოს აქვს უფლება შეუერთდეს ევროკავშირს. „ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერისა და აღიარებისთვის, რაც აისახა კიდეც ევროპარლამენტის რეკომენდაციებში, ჩვენ ასევე მივუთითებთ 49-ე მუხლზე, რომ ყველა ევროპული სახელმწიფოსთვის არსებობს პერსპექტივა გახდეს ევროკავშირის წევრი"-განაცხადა მან.

 
განთავსების თარიღი: 18.10.2017

 

18.10.2017 ქ. ბრიუსელი "ევროპარლამენტში სიდიდით მეორე პოლიტიკური ჯგუფი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას" - განაცხადა ევროპარლამენტარმა სოციალ-დემოკრატების ჯგუფიდან, საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა ანდრეს მამიკინსმა ქ. ბრიუსელსში საქართველოს ვიცე-პრემიერთან გამართული შეხვედრის შემდგომ.

 
განთავსების თარიღი: 18.10.2017

18.10.2017 ქ. ბრიუსელი ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის თანა-თავმჯდომარის საჯიდ კარიმის განცხადებით საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპარლამენტთან თანამშრომლობის გაძლიერებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზნების უზრუნველსაყოფად. 

 
განთავსების თარიღი: 18.10.2017

18.10.2017 ქ. ბრიუსელი - „აღმოსავლეთ პარტნიორობის" საკითხებზე ევროპარლამენტის ანგარიშზე მომხსენებლის, ევროპარლამენტარ ლაიმა ანდრიკიენეს განცხადებით ევროპარლამენტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი გახდეს. ამის შესახებ ევროპარლამენტრმა ქ. ბრიუსელში საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგომ განაცხადა.

 
განთავსების თარიღი: 18.10.2017

 

18.10.2017 ქ. ბრიუსელი - საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი ევროპარლამენტში, რაც გამოიხატება ევროპარლამენტის იმ უპირობო და მტკიცე მხარდაჭერაში, რომელიც ქვეყანას აქვს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ ქ. ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან მიმდინარე შეხვედრების შეფასებისას განაცხადა.

 
განთავსების თარიღი: 18.10.2017

18.10.2017 ქ. ბრიუსელი - „როდესაც არსებობს მზაობა, შესაძლებლობაც სწორედ მაშინ ჩნდება. ჩემი სურვილია საქართველომ სტაბილურად განაგრძოს წინსვლა და შეინარჩუნოს ის ტემპი, რომელიც მას ვიზა-ლიბერალიზაციის მიღების პერიოდში ჰქონდა. ამ შემთხვევაში ის მზად იქნება ყველა შემხვედრი შესაძლებლობის მისაღებად" - ამის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროპის სახალხო პარტიის ვიცე პრეზიდენტმა სანდრა კალნიეტემ საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან ქ. ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდგომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 
განთავსების თარიღი: 18.10.2017

18.10.2017 ქ. ბრუსელი - ევროპარლამენტში „საქართველოს მეგობართა ჯგუფის" თანათავმჯდომარის ქლერ მუდის (სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფი) შეფასებით, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა მრავალი მიმართულებით, რაც მას ლიდერს ხდის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატში. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ქ.ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ქლერ მუდიმ დადებითად შეაფასა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ მიხეილ ჯანელიძის ვიზიტი ევროპარლამენტში და აღნიშნა საქართველოსთან განსაკუთრებული ურთიერთობები, რაც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებულ რეკომენდაციებშიც აისახა: „მნიშვნელოვანია სამიტის ფარგლებში მიღწეული შეთანხმების ის პუნქტები, სადაც საუბარია ევროკავშირის მხარდაჭერაზე საქართველოსა და სხვა პარტნიორი ქვეყნების მიმართ, სადაც პროგრესი შეინიშნება. საქართველო აღიარებული ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ჩვენს მხარს ვუჭერთ ამ პროგრეს, რომელიც მიღწეული იქნა სხვადასხვა მიმართულებით, როგორც დემოკრატიზაციის, სასამრთლო რეფორმის ისე ეკონომიკური განვითარების კუთხით. ყველა ამ მიმართულებით ევროკავშირი დიდ დახმარებას უწევს საქართველოს და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ რომ ეს მხარდაჭერა გაგრძელდეს მომავალშიც ქართველი ხალხის სასარგებლოდ,"-აღნიშნა კლერ მუდმა.

 
განთავსების თარიღი: 18.10.2017

18.10.2017 ბრიუსელი - „ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია ევროპის პოლიტიკური მომავალი საქართველოს გარეშე, იმ მნიშვნელოვანი ადგილის გარეშე რომელიც საქართველოს ევროპის პოლიტიკურ ოჯახში უჭირავს. ცხადია, საქართველო ევროპული კულტურის, ისტორიისა და ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია, თუმცა ჩვენ ასევე უნდა ვისაუბროთ მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობასა და ურთიერთობის ინტენსიფიკაციაზე"-განაცხადა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა რიჩარდ ჩარნეცკიმ (ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტების პოლიტიკური ჯგუფი) საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ქ. ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ.

 

 
განთავსების თარიღი: 18.10.2017

18.10.2017 ბრიუსელი - საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 2017 წლის 18-19 ოქტომბერს ვიზიტით ქ. ბრიუსელს ეწვევა.

 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ