ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ძვირფასო სტუმარო,

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროკავშირთან საქართველოს მისიისა და ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საელჩოს ვებგვერდზე. შევეცდებით მეგზურობა გაგიწიოთ მრავალფეროვნებით, კულტურითა და ისტორიით მდიდარ, ლამაზ ქვეყნაში, რომელმაც დრამატული პოლიტიკური ტრანსფორმირება განიცადა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში.

ჩვენი მისიის უპირველესი მიზანია, მაქსიმალურად დავაახლოვოთ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირთან. საქართველოს მოსახლეობამ ცალსახად აირჩია ევროპულ და ევროატლანტურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, რომელიც ქვეყნის კეთილდღეობის, განვითარებისა და ქართული დემოკრატიის კონსოლიდირების უზრუნველყოფის ერთადერთი გზაა. საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება. ევროკავშირთან ურთიერთობები, საწყის ეტაპზე სამეზობლო პოლიტიკის, ხოლო მოგვიანებით კი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში განვითარდა. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმება ჩვენ შორის ურთიერთობებს, თანამშრომლობის თვისებრივად უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს. იგი გზას გაუხნის საქართველოს მნიშვნელოვან ეკონომიკურ შესაძლებლობებს და კიდევ უფრო წაახალისებს ქვეყანაში პოლიტიკურ, სოციალურ და ინსტიტუციურ გარდაქმნებს. შედეგად, ჩვენი ქვეყანა უფრო მეტად დაუახლოვდება მართვის ევროპულ სტანდარტებს, რაც საქართველოს გრძელვადიანი მიზნის - ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

საქართველო მრავალსაუკუნოვანი, პერიოდულად რთული ისტორიის მქონე ქვეყანაა. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, კვლავაც გარე ძალის მიერ არის ოკუპირებული. მადლიერნი ვართ ჩვენი ევროპელი მეგობრებისა, რომლებიც  საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისადმი ხმის მიწვდენის მიმართულებით გაწეულ ძალისხმევებში გვეხმარებიან. ევროკავშირს, უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს საქართველოსა და ზოგადად, რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის სფეროში. თავის მხრივ, საქართველო მიისწრაფვის, რომ უახლოეს მომავალში საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში და მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში, ევროკავშირის მიერ განხორციელებულ კრიზისის  მართვის მისიებში.     

საქართველო ასევე ერთგულია, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისადმი. ეს ერთგულება საერთო ინტერესებსა და ფასეულობებს ემყარება. ამ მხრივ, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საელჩოს როლი მნიშვნელოვანია.  საქართველოს, ევროკავშირის დამფუძნებელ ამ ორ სახელმწიფოსთან, ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში  წარმატებული თანამშრომლობა გააჩნია. ვიმედოვნებ, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ბელგიისა და ლუქსემბურგის ფართო საზოგადოებებს ექნებათ საქართველოს უკეთ გაცნობის საშუალება. ურთიერთმიმოსვლა, კულტურის სფეროში საქმიანობა და აკადემიური სახის გაცვლითი პროგრამები მნიშვნელოვანია მხარეებს შორის კავშირების განმტკიცების, მეგობრობის ჩამოყალიბებისა და ცოდნის გაზიარებისათვის.

საქართველოს საელჩო, ბელგიასა და ლუქსემბურგში მცხოვრები, საქართველოს მოქალაქეების სამსახურშია. ვიმედოვნებ, რომ ეს ვებგვერდი დაგეხმარებათ, სასარგებლო ინფორმაციის, მათ შორის საკონსულო  მომსახურების თაობაზე სასურველი ინფორმაციის მოძიებაში. ვებგვერდის მეშვეობით, რეგულარულად მოგაწვდით ინფორმაციას საელჩოში დაგეგმილი ღონისძიებების, საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და ევროპელ პარტნიორებთან ჩვენი ურთიერთობების თაობაზე.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28        

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ